მიწა სულიერი თვალსაზრისით ბიბლიის მუხლები

დაბადება 2:8-9
გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ კაცი, რომელიც შექმნა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველგვარი ხე, საცქერლად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა.

დაბადება 3:17-19
უთხრა ადამს: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!“ ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები“.

რომაელთა 8:19-20
ვინაიდან, ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის შვილთა გამოჩენას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით,

მეორე რჯული 8:7-10
ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში;  ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,  ქვეყანაში, სადაც შეჭირვებით არ შეჭამ პურს და არაფერი მოგაკლდება; მიწაზე, რომლის ქვებიც რკინაა და მთებისგან სპილენძს გამოჰკვეთ.  შეჭამ, გაძღები და აკურთხებ უფალს, შენს ღმერთს, იმ კეთილ მიწაზე, რომელიც მოგცა

გამოსვლა 3:8
და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.

გამოსვლა 13:5
ოდეს შეგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში სადაც რძე და თაფლი მოედინება, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.

ლევიანნი 20:24
აკი გითხარით: დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას სამკვიდრებლად, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგარჩიეთ ხალხებისგან.

რიცხვნი 13:27
წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.

მეორე რჯული 6:3
ისმინე, ისრაელ და იფხიზლე მათ შესასრულებლად, რათა კარგად იყო და ფრიად გამრავლდე, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, იმ ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

მეორე რჯული 26:9
მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა – მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

მეორე რჯული 27:3
და დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა, როცა იორდანეს გადახვალ, რათა შეხვიდე იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა.

ესაია 14:1
როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.

ესაია 35:1-10
გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება. გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას. გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები. უთხარით სულსწრაფებს: „გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით“. ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ. ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე – ნაკადულები. ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად – მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება. და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან. ვერ მოხვდება ზედ ლომი და მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოჩნდება; გამოსყიდულნი ივლიან მასზე. დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ეზეკიელი 20:41-42
საამო კეთილსურნელებად მიგიღებთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ და წმიდად გამოვჩნდები თქვენში ხალხების თვალწინ. მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როცა მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ თქვენს მამებს მივცემდი!

ამოსი 9:11-12
ვერ შეძლეს გრძნეულებმა მოსეს წინაშე დადგომა, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებს და ყოველ ეგვიპტელსაც. გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.

საქმეები 15:16-17
ამის შემდეგ მოვბრუნდები და ავაშენებ დავითის დამხობილ კარავს, აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს, რათა ეძიოს უფალი ადამიანთა ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა – ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი.

ესაია 51:3
რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, ედემად აქცევს მის უდაბნოს და მის გაუკაცრიელებულს – უფლის ბაღად; სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.

ესაია 65:17
რადგან, აჰა, ვქმნი ახალ ცას და ახალ დედამიწას. აღარ გაახსენდებათ პირვანდელი და გულზეც აღარავის მოუვა.

ესაია 66:22
რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც ვქმნი მე, იქნებიან ჩემს წინაშე – ამბობს უფალი – ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.

რომაელთა 8:21
რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის.

2 პეტრეს 3:13
ხოლო ჩვენ, მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათ და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.

ფსალმუნები 36:11
თავმდაბალნი კი ქვეყანას დაიმკვიდრებენ და დიდი მშვიდობით დაამდებიან.

მათეს 5:5
ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

რომაელთა 8:17
ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.

გამოცხადება 2:7
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“.

დაბადება 2:8
გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ კაცი, რომელიც შექმნა.

Advertisements