მიწისძვრები ბიბლიის მუხლები

ლუკას 21:11
იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებანი და დიდი ნიშნები ციდან.

მარკოზის 13:8
აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.

გამოცხადება 13:11
იმავე საათს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა, და დაიღუპა მიწისძვრისაგან შვიდი ათასი კაცი. დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს.

საქმეები 16:26
უეცრად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ სატუსაღოს საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასძვრა ბორკილები.

1 მეფეთა 14:15
და შიშმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; თვით მარბიელნიც კი შეძრწუნდნენ, და შეიძრა მიწა და უფლის შიშმა დაისადგურა.

ფსალმუნები 74:3
როცა ირყევა დედამიწა ყველა მისი მცხოვრებით, მე ვამაგრებ მის სვეტებს.

ფსალმუნები 45:1-3
ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, სწრაფი შემწე გასაჭირში. ამიტომ არ შეგვეშინდება, ქვეყნიერებაც რომ შეიცვალოს, მთები რომ იძრნენ ზღვათა შუაგულში. თუნდ იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები ირყეოდნენ მათი მღელვარებისგან.

ფსალმუნები 59:2
შენ შეაზანზარე მიწა, შუა გაჰკვეთე; გაამრთელე მისი ნაპრალები, რადგან ზანზარებს!

ფსალმუნები 76:18
შენი გრგვინივის ხმამ დაიგრგვინა ცის თაღზე – გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.

გამოცხადება 6:12-14
და ვიხილე, როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ჯაგრის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა. და ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს სცვივა ნაყოფი. და ცა გრაგნილივით დაიგრაგნა. ყოველი მთა და კუნძული თავისი ადგილიდან დაიძრა.

მათეს 28:2
და, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა; უფლის ანგელოზი გადმოვიდა ციდან, მივიდა, გადააგორა ლოდი და ზედ დაჯდა.

ესაია 29:6
ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება ქუხილით, მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და შემჭმელი ცეცხლით.

ნაუმი 1:5
მთები კანკალებენ მის წინაშე და ლღვებიან ბორცვები. დედამიწა თრთის მის წინაშე, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.

ეზეკიელი 38:19-20
და ჩემი შურით, ჩემი მძვინვარების ცეცხლით ვთქვი მე: მართლაც იმ დღეს მოხდება დიდი ძვრა ისრაელის მიწაზე. და შეიძვრებიან ჩემს წინაშე ზღვის თევზნი და ცის ფრინველნი, და ნადირნი ველისა და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მცოცავნი, ყოველი კაცი, რომელიც დედამიწის ზურგზეა; და ჩამოინგრევა მთები და ჩაიშლებიან უფსკრულები და ყველა ზღუდე დაეცემა მიწაზე.

ებრაელთა 12:26
რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელიც ახლა ასე აღგვითქვამს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც.“