მკა ბიბლიის მუხლები

დაბადება 8:22
სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.

2 კორინთელთა 9:10
ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს,

ფსალმუნები 66:6
მიწა გვაძლევს თავის ნაყოფს; დაე, გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.

ფსალმუნები 84:12
დიახ, სიკეთეს გვიბოძებს უფალი და ჩვენი მიწა თავის მოსავალს გამოიღებს.

ესაია 62:8-9
თავისი მარჯვენა დაიფიცა უფალმა და მკლავი თავისი ძლიერებისა – აღარასოდეს მივცემ შენს მტრებს შენს ხორბალს საჭმელად და ვეღარ დალევენ უცხოტომელნი შენს მაჭარს, რომელზეც იშრომე, რადგან მისი მომკელნი შეჭამენ მას და უფალს შეაქებენ, მისი მკრეფელნი შესვამენ მას, ჩემი საწმიდრის ეზოებში.

იერემია 5:24
გულშიც კი არ უთქვამთ: „გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”.

გამოსვლა 23:10
ექვს წელიწადს თესე შენი მიწა და აიღე მისი ნაყოფი.

გამოსვლა 34:21
ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.

ლევიანნი 23:22
როცა მოიმკით სამკალს თქვენს მიწაზე, ნუ მომკით ყანას კიდემდე, და ნუ აკრეფთ სამკალში დაცვენილს: ღარიბს და მწირს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.

ლევიანნი 19:9
როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.

ლევიანნი 25:4-5
მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს. თავისით აღმოცენებული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ნუ ააგროვებ ყურძენს; შაბათის წელიწადი იყოს მიწისთვის.

რიცხვნი 18:12-13
საუკეთესო ზეთი, საუკეთესო ღვინო და საუკეთესო მარცვლეული, პირველნაყოფთაგან, უფალს რომ მოუტანენ, შენთვის მომიცია. პირველნაყოფი, რომელიც მათ ქვეყანაშია, უფალს რომ მოუტანენ, შენი იქნება. ყოველ გაწმედილს შენს სახლში, შეუძლია ჭამოს.

მეორე რჯული 24:19-21
ყანის მკისას ძნა თუ დაგავიწყდა მინდორში, მის წამოსაღებად ნუღარ დაბრუნდები; ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის იყოს, რათა გაკურთხოს ყოველ საქმეში უფალმა, შენმა ღმერთმა. როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ხეზე მონარჩენს ნუღარ დაუწყებ ძებნას: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს. როცა შენი ვენახის მოსავალს მოკრეფ, დარჩენილს ნუღარ ააგროვებ: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.

გამოსვლა 23:16
მკის დღესასწაული იზეიმე, შენი შრომის პირველნაყოფების მოწევისა, რაც ყანაში დაგითესავს; წელიწადის დამლევს კი მოსავლის აღება იდღესასწაულე, როცა შენს ნაშრომს მოიწევ მინდვრიდან.

გამოსვლა 34:22
იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.

ლევიანნი 23:10-16
„ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ და მოიმკით სამკალს, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ. და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე, თქვენი სიკეთისთვის; შაბათის მეორე დღეს შეარხევს. შესწირეთ ძნის აღვლენის დღეს უმანკო, ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად უფლისთვის. და მასთან პურეული შესაწირი: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირად უფლისთვის, საამო კეთილსურნელებად და მასთან ერთად – მეოთხედი ჰინი ღვინო, სასმლის შესაწირი. არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული, არც ახალი თავთავი არ ჭამოთ იმ დღემდე, ვიდრე მსხვერპლს არ შესწირავთ თქვენს ღმერთს; ეს მარადიული წესია თქვენს თაობებში ყოველი თქვენგანის სადგომში. გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხევი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული შაბათი: გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე მეშვიდე კვირის პირველ დღემდე და შესწირეთ უფალს პურეული შესაწირი.

მეორე რჯული 16:13-15
იზეიმეთ კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს, როცა მორჩებით კალოსა და საწნახელის საქმეს. გაიხარეთ დღესასწაულებზე თქვენ, თქვენმა ძეებმა და ასულებმა, მონებმა და მხევლებმა, ლევიანმა, რომელიც თქვენს მხარეშია და თქვენს შორის მყოფმა მწირმა და ქვრივ-ობოლმა. შვიდ დღეს იზეიმეთ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, იმ ადგილზე, რომელსაც თვითონ ამოირჩევს, ვინაიდან გაკურთხებთ უფალი, თქვენი ღმერთი მოსავლითა და ყოველგვარი ნაშრომით და სულ იმხიარულებთ.

რუთი 1:22
ასე დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად და ქერის მკა იწყებოდა ბეთლემში რომ მივიდნენ.

იესო ნავეს ძე 3:15
და როგორც კი მივიდნენ კიდობნის მზიდველნი იორდანესთან და შეეხნენ წყალს კიდობნის მზიდველ მღვდელთა ტერფნი – იორდანე კი მკის მთელი ხნის განმავლობაში თავისი ნაპირებიდან გადმოდის

მსაჯული 15:1
გამოხდა ხანი, მიაკითხა სამსონმა თავის ცოლს ხორბლის მკის დროს და საჩუქრად თიკანი მიართვა. თქვა: „შევალ ჩემს ცოლთან ოთახში!” მაგრამ ქალის მამამ არ დართო შესვლის ნება.

1 მეფეთა 6:13
ამ დროს, ხალხი ხორბალს მკიდა ველზე, ბეთ-შემეშში; გაიხედეს, დაინახეს კიდობანი და დიდი სიხარულით გაიხარეს.

1 მეფეთა 12:17
ხომ ყანის მკის დროა ახლა? მოვუხმობ უფალს და მოავლენს იგი ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე იმის გამო, რომ მეფე მოითხოვეთ”.

2 მეფეთა 21:9-10
გადასცა გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაეცა შვიდივე ერთად. მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში დახოცეს ისინი. აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, კლდეზე დაიფინა და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციდან წყალმა არ იწვიმა მათზე; დღისით ცის ფრინველებს უგერიებდა გვამებს და ღამით ნადირს.

2 მეფეთა 23:13
ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მკის დროს მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში. ხოლო ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე ბანაკობდა.

იერემია 8:20
მკის დრო გავიდა, ზაფხული მიილია, ჩვენ კი დახსნილნი არა ვართ.

ფსალმუნნი 125:5-6
ცრემლით მთესველნი სიხარულის შეძახილებით მოიმკიან. მიდის და ტირის თესლის მთესველი, მოდის და სიხარულის შეძახილებით მოაქვს თავისი ძნები.

ესაია 16:9
ამიტომ მწარედ მოვთქვამ იაყზერზე, სიბმას ვაზზე; ჩემი ცრემლებით მოვრწყავ ხეშბონს და ელყალეს, რადგან შეწყდა მოძახილი შენი ზაფხულის ნაყოფსა და მოსავალზე.

იგავები 10:25
ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე – შემარცხვენელი.

იგავებია 14:4
სადაც ხარები არ არის, იქ ბაგაც ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით მოდის.

იგავები 20:4
ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.

იერემია 12:13
ხორბალი დათესეს და ეკალი მოიმკეს, ეცადნენ, მაგრამ სარგებელი ვერ ნახეს. ასე რომ, გრცხვენოდეთ თქვენი მოსავლისა – უფლის მგზნებარე რისხვის გამო.

იერემია 8:13
„მე წავართმევ მათ მოსავალს, ამბობს უფალი, ყურძენი აღარ შერჩება ვაზს და ლეღვი – ლეღვის ხეს; ფოთოლი დაჭკნება და, რაც მივეცი, ხელიდან გამოეცლებათ”.

ესაია 17:10-11
რადგან დაივიწყე შენი ხსნის ღმერთი და არ გახსოვდა შენი თავშესაფრის კლდე; დაირგე საამური ნარგავები და გაიშენე უცხო ვენახი. დარგე და ზრუნავდი მასზე დილაობით, რომ ადრიანად გაფურჩქნულიყო ნერგი, მაგრამ ავადმყოფობას, ტკივილსა და უკურნებელ სენს მოიმკი იმ დღეს.

ესაია 32:10
ერთი წლის და რამდენიმე დღის შემდეგ შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან აღარ იქნება რთველი, აღარ დადგება მოსავლის აღების ჟამი.

იოველი 1:11
შერცხვნენ მიწათმოქმედნი, მოთქვამენ ხორბალზე და ქერზე, რადგან განადგურდა სამკალი.

ამოსი 4:7
წვიმაც დაგიკავეთ სამ თვეს მკამდე. ერთ ქალაქზე ვაწვიმებდი, მეორეზე კი არ ვაწვიმებდი. ერთი ნაკვეთი გაჟღენთილი იყო, მეორე კი, რომელზეც არ ვაწვიმებდი – გამომშრალი.

მიქა 6:15
დათესავ, მაგრამ ვერ მოიმკი; ზეთისხილს დაწურავ, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ; მაჭარს დააყენებ, მაგრამ ღვინოს ვერ შესვამ.

იერემია 5:17
ის შეჭამს შენს სამკალს და შენს პურს, შეჭამს შენს ძეებსა და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარსა და ძროხას, შეჭამს შენს ვაზსა და ლეღვს, მახვილით მოაოხრებს შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომლებზეც დაიმედებულხარ.

ნეემია 9:37
მოსავალს ვიმკით მეფეთათვის, რომლებიც ჩვენი ცოდვების გამო დაგვიდგინე და თავისი სურვილისამებრ ბატონობენ ჩვენს სხეულებსა და პირუტყვზე; აჰა, დიდ შეჭირვებაში ვართ.

იობი 5:5
რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან, მძარცველები შთანთქავენ მის ქონებას.

იოველი 3:13
მიუშვით ნამგლები, რადგან მოიწია სამკალმა; მოდით და დაწურეთ, რადგან სავსეა საწნახელი; გაივსო კოდები, რადგან დიდია მათი ბოროტება.

მათეს 9:37-38
მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში”.

გალატელთა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!

გამოცხადება 14:15-16
გამოვიდა ტაძრიდან სხვა ანგელოზი და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მოიმკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი დედამიწაზე”. ჩამოაგდო ღრუბელზე მჯდომმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოიმკა დედამიწა.

იგავები 18:20
კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი.

იგავები 25:13
როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის – სულს უგრილებს თავის ბატონს.

ესაია 17:5
იქნება სამკალის მომკასავით, როგორც მომკელი ხვეტს თავთავებს მკლავით რეფაიმის ხეობაში.

ესაია 18:4-5
რადგან ასე მითხრა უფალმა: „მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამკვიდროდან, როგორც შუადღის ხვატის სინათლე და როგორც ნამის ღრუბელი მკის პაპანაქებაში”. რადგან რთველის წინ, როცა ყველაფერი აყვავდება და ყვავილი მომწიფებულ ნაყოფად იქცევა, დანით აკაფავს იგი ყლორტებს და გაშვერილ ლერწებს მოაშორებს.

ესაია 24:13
ვინაიდან ისე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყისას და ნამცვრევის კრეფისას, როგორც რთველის შემდეგ.

ესაია 28:4
მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი, ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის, ზაფხულის დადგომამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც დაინახავს თუ არა მნახველი, აიღებს და გადაყლაპავს.

ესაია 33:4
მოგროვდება თქვენი ნადავლი, როგორც მუხლუხო აგროვებს; კალიის სისწრაფით მივარდებიან მას.

იერემია 2:3
უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” – ამბობს უფალი.

იერემია 51:33
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: „გალეწილი კალოსავითაა ბაბილონის ასული, ცოტაც და მკის დროც მოაწევს”.

ოსია 6:11
შენც დაგიდგინე მკა, იუდავ, როცა მობრუნდება ტყვეობიდან ჩემი ხალხი.

მათეს 13:30
გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.

მარკოზის 4:29
რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მაშინვე წარგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ”.

მარკოზის 12:1-9
დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააშენა და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი შორს გაემგზავრა. დრომ რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი მიეღო მათგან. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. მერე სხვა მონა გაუგზავნა. მასაც ქვები დაუშინეს, თავში დაჭრეს და შეურაცხყოფილი გააბრუნეს. სხვა გაგზავნა, ის კი მოკლეს. ბევრი სხვაც გაგზავნა. ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს. ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან; თქვა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო. მევენახეებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. 8 შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახის გარეთ გადააგდეს. რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს.

ლუკა 10:2
უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.

იოანე 4:34-36
უთხრა მათ იესომ: „ჩემი საჭმელია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე. განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც.

რომაელთა 1:13
მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.

1 კორინთელთა 9:10
თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.

ებრაელთა 12:11
ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც სიმართლის მიერ განისწავლა.

იაკობის 3:18
სიმართლის ნაყოფი მშვიდობაში ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.

Advertisements