მკვდარი ზღვა ბიბლიის მუხლები

დაბადების 14:3
ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა.

მეორე რჯული 3:17
ასევე მათ მივეცი ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე – მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე, აღმოსავლეთით.

რიცხვნი 34:12
და დაეშვება საზღვარი იორდანესაკენ და იქნება მისი ბოლო მარილოვან ზღვასთან. ეს იქნება თქვენი ქვეყანა მისი საზღვრებით ყოველი მხრიდან.“

იესო ნავეს ძე 3:16
ზემოდან მომდინარე წყლები შეჩერდა და კედლად აღიმართა – კარგა შორს, ადამთან, რომელიც ცართანის გვერდით მდებარეობს. და მარილოვანი ზღვისკენ მიმდინარე წყლები სრულიად ჩაიწრიტა, და ხალხმა იერიხოს პირდაპირ გადაიარა.

იოველი 2:20
ამ ჩრდილოელ მტერსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა ურდოებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა ურდოებს – დასავლეთის ზღვაში, და აუვა მას სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი.

ზაქარია 14:8
იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი, ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება.

ეზეკიელი 47:8
და მითხრა მან: ეს წყალი მიედინება დედამიწის აღმოსავლეთის მხარეს, გადაივლის ტრამალს და ჩაედინება ზღვაში, რომლის წყალსაც გააჯანსაღებს.