მკვდართა აღდგომა ბიბლიის მუხლები

მათეს 27:52
სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმიდანის სხეული აღდგა.

დანიელი 12:2
მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი – საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი – საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.

იოანეს 5:28-29
ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.  კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი – განკითხვის აღდგომისთვის.

გამოცხადება 20:12-13
ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ.  მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმაც მისცეს მათში მყოფი თავიანთი მკვდრები; და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ.

საქმეები 17:31
რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.

1 კორინტელთა 15:52
ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელი საყვირისას; ახმიანდება საყვირი და უხრწნელად აღდგებიან მკვდრები, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.

1 თესალონიკელთა 4:16
ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;

საქმეები 24:15
და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.

1 კორინთელთა 15:12
ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა?

მათეს 22:23
იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

მარკოზის 12:18
ამის შემდეგ სადუკეველნი მიადგნენ, რომლებიც ამბობენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს:

ლუკას 20:27
მივიდა მასთან რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს:

საქმეები 23:8
რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ.

2 ტიმოთეს 2:18
რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას და ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და აუკუღმართებენ ზოგიერთების რწმენას.

საქმეები 17:18
ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.

საქმეები 26:8
დაუჯერებლად რატომ უნდა მიაჩნდეს ვინმეს, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?

მათეს 22:29-32
მიუგო იესომ მათ პასუხად: „ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.  ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.  ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული:  მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”.

ლუკას 20:34-38
უთხრა იესომ: „წუთისოფლის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან.  ხოლო ისინი, ვინც ღირსად ჩაითვალა, რომ საუკუნო ცხოვრება და მკვდრეთით აღდგომა მოიპოვონ, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან.  რადგან მათ სიკვდილიც აღარ შეუძლიათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი.  ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ამის შესახებ მოსემაც თქვა მაყვლოვანთან, როდესაც უფალს, აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი უწოდა.  ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან მისთვის ყველა მათგანი ცოცხალია”.

1 კორინთელთა 15:35-44
მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?  უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.  და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს – სულერთია ხორბლისა იქნება თუ რომელიმე სხვა.  ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს – თავის სხეულს.  ყოველი სხეული ერთნაირი როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული – სხვანაირი, ფრინველის სხეული – სხვანაირი, თევზისა – სხვანაირი.  არის ციური სხეული და არის მიწიერი სხეული; ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა – სხვა.  სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით.  ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.  ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით; ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.

Advertisements