დაბადება 9:6
ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
გამოსვლა 21:12
თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს.
ლევიანნი 24:17
კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.
ლევიანნი 24:21
ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს იგი, კაცის მკვლელი კი უნდა მოკვდეს.
რიცხვნი 35:33
არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც იცხოვრებთ, რადგან სისხლი ბილწავს მას. არ განიწმიდება ქვეყანა მასში დაღვრილი სისხლისგან, თუ არა მხოლოდ მისი დამღვრელის სისხლით.
რიცხვნი 35:21
თუ მტრობით დაარტყამს ხელს და მოკლავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს დამრტყმელი, რადგან მკვლელია იგი; და მოსისხლე შურისმგებელს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.
რიცხვნი 35:16-19
ოლო თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს და მოკლავს კაცს, მაშინ მკვლელია იგი; უცილობლად სიკვდილით უნდა დაისაჯოს ასეთი მკვლელი. თუ ვინმე ხელით ქვას მოარტყამს კაცს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს მკვლელი. თუ ხისგან დამზადებულ ხელის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს ეს მკვლელი. მოსისხლე შურისმგებელს თვითონ შეუძლია მკვლელის მოკვლა: როცა შეხვდება მას, თვითონვე მოკლას იგი.
დაბადება 42:22
თქვა რეუბენმა: “ხომ გეუბნებოდით, არ შეგეცოდათ ბიჭის წინააღმდეგ და არ დამიჯერეთ. აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”.
ეზეკიელი 16:38
გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.
1 ტიმოთე 1:9
ვიცით, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და ბილწთა, მამისმკვლელთათვის, დედისმკვლელთათვის და კაცისმკვლელთათვის;
მათეს 26:52
მაშინ იესომ უთხრა მას:,,თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
გამოცხადება 22:15
მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.