მოციქულთა ფუნქცია პირველ ეკლესიაში ბიბლიის მუხლები

საქმეები 1:21-22
ამგვარად, დაე, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როდესაც ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო, იოანესგან ნათლისღებიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მაუწყებელი.“

საქმეები 2:32
ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ.

საქმეები 4:33
დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალი იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე.

1 პეტრეს 5:1-4
თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი და ქრისტეს ტანჯვის მოწამე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება: მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღმერთის სამწყსო არა იძულებით, არამედ ღმერთის ნებით, არა სამარცხვინო ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ნუკი გაბატონდებით ღმერთის წილხვედრილებზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის. და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.

2 პეტრეს 1:1
სიმეონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენთან ერთად მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით.

რომაელთა 1:1-5
პავლე, მონა იესო ქრისტესი, მოწოდებული მოციქული, განწესებული ღმერთის სახარებისათვის, რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა ღმერთს წინასწარმეტყველთა მეშვეობით წმიდა წერილებში საუწყებლად თავისი ძისა, რომელიც დავითის შთამომავლობიდან იშვა ხორციელად, რომელიც ღმერთის ძედ იქნა განწესებული სიწმიდის სულის ძალით, მკვდრეთით აღმდგარის – ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყოველი ერი,

1 კორინთელთა 4:1
ამრიგად, ადამიანებმა ჩვენ ქრისტეს მსახურებად და ღმერთის საიდუმლოთა მნეებად უნდა მიგვიჩნიონ.

2 კორინთელთა 11:23-29
ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად ვარ შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად ვიყავი საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას. ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა. სამჯერ კვერთხით მცემეს, ერთხელ ჩამქოლეს და სამჯერ გემის დაღუპვა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი, მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუძმათა შორის, შრომასა და გაჭირვებაში, გამუდმებულ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, გამუდმებულ მარხვაში, ყინვასა და სიშიშვლეში. გარდა ამისა, ყოველდღიური ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. ვინმე დაუძლურდება და მეც არ ვუძლურდები მასთან ერთად? ვინმე დაბრკოლდება და მეც არ ავენთები მასთან ერთად?

საქმეები 4:8
მაშინ პეტრემ, სულიწმიდით აღვსილმა, უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო,

საქმეები 2:4
და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

ეფესელთა 3:2-6
თქვენ ხომ ისმინეთ ღმერთის მადლის განმგებლობაზე, რომელიც მომეცა მე თქვენთვის. გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ გაიგოთ ჩემი ცოდნა ქრისტეს საიდუმლოსი, რომელიც წინა თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადათ მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით, – რომ წარმართებიც თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და აღთქმის თანაზიარნი უნდა იყვნენ ქრისტეში სახარების მეშვეობით,

2 თესალონიკელთა 2:15
ამრიგად, ძმებო, მტკიცედ იდექით და მტკიცედ გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით.

2 ტიმოთეს 1:10-12
ახლა გამოჩნდა ის ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააუქმა სიკვდილი და სახარებით ნათელი მოჰფინა სიცოცხლეს და უხრწნელებას, რომლის მაცნედ, მოციქულად და მოძღვრად ვარ დადგენილი. ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, რადგან ვიცი, ვინც ვიწამე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.

საქმეები 5:42
ყოველ დღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოზე.

საქმეები 6:2-6
მაშინ თორმეტმა მოიწვია ყველა მოწაფე და უთხრა: „არ შეგვშვენის ჩვენ ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამოირჩიეთ, ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი და ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ დრო.“ ყველას მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, და ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენა და ნიკოლოზი – ანტიოქიელი რჯულშეცვლილი. წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.

ტიტეს 1:1
პავლე, ღმერთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის რჩეულთა რწმენისა და ჭეშმარიტების შეცნობისათვის, ღვთისმოსაობით,

2 კორინთელთა 13:4
რადგან, თუმცა უძლურებით იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღმერთის ძალით. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღმერთის ძალით თქვენთვის.

რომაელთა 15:25
ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.

2 კორინთელთა 4:5
ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს. ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის.

2 კორინთელთა 11:8
სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან გასამრჯელოს, რათა თქვენ მოგმსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხებია.

ეფესელთა 2:20
დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,

1 კორინთელთა 12:28
ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა პირველად მოციქულები, მეორედ მქადაგებელნი, მესამედ მოძღვარნი, შემდეგ კურნებათა ნიჭების მქონენი, შემწენი, მმართველნი, სხვადასხვა ენებით მოლაპარაკენი.

გალატელთა 2:9
და, როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან.

მარკოზის 16:20
ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით. ამინ.

რომაელთა 15:19-20
ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. 20 თანაც, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე,

1 კორინთელთა 1:17
რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლავად, არამედ სახარებლად – არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.

გალატელთა 1:15-16
ხოლო როცა ესათნოვა ღმერთს, რომელმაც გამომარჩია დედის მუცლიდანვე და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რომ მეხარებინა იგი წარმართთათვის, როდი დავეთათბირე მაშინ ხორცსა და სისხლს,

2 ტიმოთეს 1:11
რომლის მაცნედ, მოციქულად და მოძღვრად ვარ დადგენილი.

1 კორინთელთა 9:1-2
განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ ვიხილე უფალი ჩვენი, იესო? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში? თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგან თქვენ ხართ ჩემი მოციქულობის ბეჭედი უფალში.

1 კორინთელთა 3:5-6
ვინ არის აპოლოსი? ვინ არის პავლე? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს მისცა უფალმა. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.

Advertisements