მოციქულთა სასწაულმოქმედი ძალა ბიბლიის მუხლები

მათეს 10:1
და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება უწმიდურ სულებზე, მათ განსადევნად და ყოველგვარი სენისა და ყოველგვარი უძლურების განსაკურნებლად.

მარკოზის 3:14-15
და დაადგინა თორმეტნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად, და ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება.

მარკოზის 6:7
და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი დაგზავნა წყვილად და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე.

მარკოზის 16:17-18
ეს ნიშნები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკებს, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ ხელში და რაიმე მომაკვდინებელიც რომ შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და კარგად გახდებიან.“

ლუკას 9:1-2
მოუხმო მან თორმეტს და მისცა მათ ძალი და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე და სნეულებათა განკურნებისათვის. და წარგზავნა ისინი ღმერთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნებლად.

ლუკას 10:9
განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘მოგიახლოვდათ ღმერთის სასუფეველი.’

ლუკას 10:17-20
სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდათორმეტნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“ უთხრა მათ: „ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა და მტრის ყოველი ძალის დასათრგუნად. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ოღონდ ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“

საქმეები 2:4
და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

საქმეები 2:43
ყოველი სული შიშით იყო მოცული, რადგან მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.

საქმეები 5:12-16
მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ყველანი ერთსულოვნად სოლომონის სტოაში. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ ხალხი აქებდა მათ. სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი კაცი და ქალი. ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და სარეცლებზე აწვენდნენ, ვინძლო ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს. დიდძალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.

1 კორინთელთა 14:18
ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.

2 კორინთელთა 12:12
მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით.