მოძღვრების დანიშნულება ბიბლიის მუხლები

2 ტიმოთეს 2:25
მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ ღმერთმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,

1 ტიმოთეს 4:16
გაუფრთხილდი თავს და მოძღვრებას. ამას უერთგულე, რადგან ასე მოქცევით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

იოანეს 20:31
ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რომელთაც ირწმუნეთ, გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

1 კორინთელთა 1:21-24
რადგან, რაკი ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი მის ღვთაებრივ სიბრძნეში, გადაწყვიტა ღმერთმა ქადაგების უგუნურებით ეხსნა მორწმუნენი. რადგან იუდეველნი სასწაულებს ითხოვენ და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას. მოწოდებულთათვის კი – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ქრისტეს – ღმერთის ძალას და ღმერთის სიბრძნეს.

1 პეტრეს 3:15-16
წმიდაჰყავით თქვენს გულებში ქრისტე, როგორც უფალი, და მუდამ მზად იყავით, გასცეთ პასუხი ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ; ოღონდ გააკეთეთ ეს სიმშვიდით და მოწიწებით. გქონდეთ კეთილი სინდისი, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი.

2 ტიმოთეს 3:14-17
შენ კი მტკიცედ იდექი იმაზე, რაც გისწავლია და რაც გიწამებია, იცი, ვისგანაც გისწავლია. შენ ხომ სიყრმიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება და ქრისტე იესოს რწმენით ხსნა. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში. რათა ღვთის ადამიანი იყოს სრული და ყოველი კეთილი საქმისათვის მზადმყოფი.

კოლოსელთა 2:2-4
ვიბრძვი იმისთვის, რომ ინუგეშონ მათმა გულებმა, რომლებიც შეერთებულნი არიან სიყვარულში, რათა მოიხვეჭონ სრული გაგების სიმდიდრე ღმერთის, ქრისტეს საიდუმლოს შესაცნობად, რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ მოჩვენებითი სიტყვებით.

ფსალმუნები 18:7-8
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, სიბრძნეს ანიჭებს გულუბრყვილოებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

ეფესელთა 4:11-14
და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღმერთის ძის შეცნობას, სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას, რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყველა ქარი, მოწოდებული ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,

ებრაელთა 5:13-14
რადგან ყველა, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ ჰყოფნის გამოცდილება სიმართლის სიტყვების აღსაქმელად. მაგარი საჭმელი სრულთათვისაა, რომელთა გრძნობანი გაწაფული არიან კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

ესაია 55:10-13
რადგან, როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან აღარ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს. ასევეა ჩემი სიტყვაც, რომელიც გამოდის ჩემი ბაგეებიდან, – ის უკან არ მიბრუნდება უნაყოფოდ, რადგან იმას აკეთებს, რაც მე მწადია, და იმას აღასრულებს, რისთვისაც მე მივავლენ მას. სიხარულით გახვალთ, და მშვიდობის გზით ივლით. მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და ველის ყველა ხე ტაშს დაგიკრავთ. ძეძვის ნაცვლად კვიპაროსები დაიზრდება და ქაცვის წილ – მირტი. და იქნება ეს უფლის დიდების საუკუნოდ წარუშლელ ნიშნად.

ეზეკიელი 3:1-3
და მან მითხრა მე: ადამის ძევ, შეჭამე, რასაც შენს წინ ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს. და გავაღე მე პირი და მან შემაჭამა ის გრაგნილი. და მითხრა მე: ადამის ძევ, გამოკვებე შენი მუცელი და გაავსე შენი სტომაქი ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. და მე შევჭამე ის, და მეტკბო პირში, როგორც თაფლი.

კოლოსელთა 1:28
რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა დავარიგოთ და განვსწავლოთ ყოველი ადამიანი ყოველ სიბრძნეში, რათა ყოველი კაცი სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში.

ტიტეს 1:9
სარწმუნო სიტყვის მიმდევარი სწავლების თანახმად, რათა შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და ამხილოს მოწინააღმდეგენი.

1 ტიმოთეს 4:6
თუ ამას შთააგონებ ძმებს, ქრისტე იესოს კეთილი მსახური იქნები, გამოზრდილი რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი მოძღვრებით, რომელსაც შეუდექი.

2 ტიმოთეს 1:13-14
მისდიე საღ სიტყვებს, რომლებიც ჩემგან მოისმინე, იმ რწმენით და სიყვარულით, რომელიც ქრისტე იესოშია. შეინახე კეთილი საწინდარი ჩვენში დამკვიდრებული სულიწმიდის მეშვეობით.

2 ტიმოთეს 2:2
და რაც მოისმინე ჩემგან მრავალ მოწმესთან ერთად, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც სხვების სწავლების უნარი ექნებათ.

Advertisements