მოძღვრების გადაცემა ბიბლიის მუხლები

ეზრა 7:10
რადგან ეზრამ გულს-იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.

მეორე რჯული 33:10
ასწავლიან შენს კანონებს იაკობს და შენს რჯულს აუწყებენ ისრაელს, საკმეველს დებენ შენს წინაშე და სრულადდასაწველს – შენს საკურთხეველზე.

მალაქია 2:6
ჭეშმარიტი რჯული იყო მათ პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მათ ბაგეებზე. მშვიდობით და სიმართლით დადიოდნენ ჩემს წინაშე და მრავალი მოაქციეს ბოროტებისგან.

მათეს 4:23
და დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

საქმეები 2:42
და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.

2 ტიმოთეს 1:13
მისდიე საღ სიტყვებს, რომლებიც ჩემგან მოისმინე, იმ რწმენით და სიყვარულით, რომელიც ქრისტე იესოშია.

1 კორინთელთა 15:3-5
რადგან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, რომ დაიმარხა და აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს.

1 ტიმოთეს 3:16
უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორციელად, გამართლდა სულში, ეჩვენა ანგელოზებს, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, მიღებულ იქნა სამყაროში რწმენით და ამაღლდა დიდებით.

1 ტიმოთეს 5:17
ხუცესნი, რომლებიც კარგი წინამძღოლები არიან, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, უფრო კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით.

იაკობის 3:1
ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ,

ეფესელთა 4:11
და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად,

საქმეები 13:1
იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმეონი, ნიგერად წოდებული, ლუკიოს კვირინელი და მანაენი, ტეტრარქ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.

Advertisements