მოკრძალებულობა ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12:3
ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.

იგავნი 25:6-7
მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები, რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.

იგავნი 29:23
ქედმაღლობა კაცს დაამდაბლებს, თავმდაბალი სული კი პატივს დაიმკვიდრებს.

ლუკას 22:25-27
მან კი უთხრა: „წარმართებზე მეფეები ბატონობენ და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის დიდი იყოს როგორც მცირე, ხოლო უფროსი – როგორც მსახური. რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.

რომაელთა 11:20-21
კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.

2 კორინთელთა 10:13-16
ჩვენ კი უზომოდ არ ვიკვეხნით, არამედ ზომიერების ფარგლებში, როგორც ღმერთმა გვიწილადა; იმ საზომით, თქვენ შორის რომ გვაძლევს მსახურებას. არა ისე, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე ჩვენი მსახურებით და ვიქადიდეთ, რადგან თქვენამდეც მოვაღწიეთ ქრისტეს სახარებით. უზომოდ კი არ ვიკვეხნით სხვათა ჯაფით, თუმცა იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაყოფებიც გამრავლდება თქვენ შორის, თქვენი მზარდი რწმენის შესაბამისად. რათა თქვენს მიღმაც ვახაროთ, არა სხვათა ნაშრომში, რომ სხვების გამზადებულით არ ვიკვეხნიდეთ.

2 კორინთელთა 12:5-6
ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემი თავით კი არ დავიკვეხნი, თუ არა ჩემი უძლურებებით. ხოლო თუ კვეხნას მოვისურვებ, უგუნური არ ვიქნები, ვინაიდან ჭეშმარიტებას ვიტყვი; მაგრამ თავს ვიკავებ, რათა იმაზე მეტად არავინ ჩამთვალოს, ვიდრე ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს.

ფილიპელთა 2:5-8
ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია, მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა, არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.

1 პეტრეს 5:5
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

1 ტიმოთეს 2:9-10
ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს.

ესაია 3:16-24
ამბობს უფალი: „რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დადიან მაცდური თვალებით, ლაღად ცუნცულებენ და ფეხთა მოსართავებს აჟღარუნებენ. თხემზე ქეცს შეჰყრის უფალი სიონის ასულთ და გამოაჩენს მათ სიშიშვლეს”. იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავებს, თმის ბადეებსა და ნახევარმთვარეებს, საყურეებს, სამაჯურებსა და პირბადეებს, თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებსა და ბაფთებს, სუნამოებსა და თილისმებს, ბეჭდებსა და ნესტოების რგოლებს, მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს, გამჭვირვალე ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს; იქნება: კეთილსურნელების ნაცვლად – ხრწნის სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად – საბელი, ვარცხნილობის ნაცვლად – სიქაჩლე, კოხტა მოსასხამის ნაცვლად – ჯვალო, მშვენიერების ნაცვლად კი – დაღი.

1 პეტრეს 3:1-3
ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით, იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას. ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,

დაბადება 32:9-10
და თქვა იაკობმა: „მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო. ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე; ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.

დაბადება 41:15-16
უთხრა ფარაონმა: „სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა ამხსნელი. შენზე გავიგე, რომ იცი სიზმრების ახსნა”. მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.

მსაჯული 6:15
უთხრა გედეონმა: „ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.

1 მეფეთა 9:19-21
მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: „მე ვარ მხილველი; წამიძეხი მაღლობზე. დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ, ხვალ განთიადისას კი გაგიშვებ და ყველაფერს გაგიცხადებ, რაც გულში გაქვს. ვირებზე კი, რომლებიც სამი დღეა, რაც დაკარგე, ნუ ინაღვლებ, რადგან უკვე ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?” მიუგო საულმა: „არა, მე ბენიამინელი ვარ, ისრაელის ყველაზე მცირერიცხოვანი ტომიდან; ჩემი საგვარეულო კი უმცირესია ბენიამინის საგვარეულოთა შორის. რისთვის მეუბნები ამას?”

იერემია 1:6
მივუგე: „ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”.

დანიელი 2:27-30
მიუგო დანიელმა და უპასუხა: „საიდუმლოს გაცხადებას, მეფე რომ ითხოვს, ვერც ბრძენნი შეძლებენ, ვერც გრძნეულნი, ვერც მოგვები და ვერც მკითხავები. მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე: ფიქრობდი, მეფევ, შენს საწოლზე მწოლარე, რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამმჟღავნებელმა გაუწყა, რაც იქნება. მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.

მათეს 8:5-9
კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა. უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”. იესომ მიუგო: „მოვალ და განვკურნავ”. ასისთავმა კი პასუხად უთხრა: „უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.


მსგავსი თემები:

ღვთის სასუფევლის მახასიათებლები