მოკვლა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20:13
არა კლა.

დაბადება 9:5-6
უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი

ლევიანნი 17:11
რადგან სისხლშია ხორციელის სიცოცხლე; და სამსხვერპლოსთვის მოგეცით ის, თქვენი სიცოცხლის გამოსასყიდად, რადგან სისხლია, სიცოცხლეს რომ გამოისყიდის.

3 მეფეთა 13:24
წავიდა, შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი, სახედარი ედგა გვერდით და ლომიც გვამთან იდგა.

მათეს 5:21
გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.

იგავნი 6:17
ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,

მათეს 15:19
ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.

გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი“.

მათეს 26:52
მაშინ იესომ უთხრა მას: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.

ოსია 13:16
დადანაშაულდება სამარია, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან! აიკუწებიან მისი ბავშვები და გაიფატრებიან მისი ორსულნი.

გამოსვლა 21:12-13
თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს. ხოლო თუ განზრახ არ მოუკლავს და ღმერთმა ჩაუგდო ხელში, მაშინ დავუნიშნავ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს

ლევიანნი 20:13
თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.

ლევიანნი 24:17
კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.

მარკოზის 7:21
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,

რიცხვნი 35:33
არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც იცხოვრებთ, რადგან სისხლი ბილწავს მას. არ განიწმიდება ქვეყანა მასში დაღვრილი სისხლისგან, თუ არა მხოლოდ მისი დამღვრელის სისხლით.

Advertisements