მონა ღვთისა ბიბლიის მუხლები

2 ტიმოთეს 2:24
მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.

1 პეტრეს 2:14
იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ; არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.

კოლოსელთა 1:7
როგორც ისწავლეთ ჩვენი საყვარელი თანამსახურის, ეპაფრასგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის,

2 პეტრეს 1:1
სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:

იუდა 1:1
იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა – მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულებს იესო ქრისტეში.

გამოცხადება 1:1
გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.

დაბადება 7:3
და უთხრა: „ნუ ავნებთ დედამიწას, ზღვასა და ხეებს, ვიდრე დავბეჭდავდეთ ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს”.

გამოცხადება 10:7
მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.

გამოცხადება 11:18
წარმართები გამძვინვარდნენ და მოვიდა შენი რისხვა; დადგა ჟამი მკვდრების განკითხვისა, რომ საზღაური მიეზღოთ შენს მონებს – წინასწარმეტყველებს, წმიდანებსა და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – დიდებსა და პატარებს, რათა მოსპო დედამიწის მომსპობნი”.

გამოცხადება 15:3
და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!

გამოცხადება 19:2
რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.

გამოცხადება 19:5
გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.

გამოცხადება 22:3
მეტად აღარაფერი იქნება დაწყევლილი; და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში, და მისი მსახურნი ემსახურებიან მას.

გამოცხადება 22:6
და მითხრა: „სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.


მსგავსი თემები:

მორწმუნეები, როგორც ღვთის შვილები        მსახურება

Advertisements