მონა თუ თავისუფალი ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 7:22
ვინაიდან უფლის მიერ მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია; ისევე, როგორც მოწოდებული თავისუფალი – ქრისტეს მონაა.

1 კორინთელთა 12:13
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.

ეფესელთა 6:8
იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.

2 პეტრეს 2:19
თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.

გამოცხადება 6:15-17
დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში შეიმალნენ. და ეუბნებოდნენ მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან და კრავის რისხვისგან; რადგან დადგა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?”

გამოცხადება 13:16
და ყველას – პატარებს და დიდებს, მდიდრებს და ღარიბებს, თავისუფლებს და მონებს – მიაღებინა ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.

Advertisements