მონანიება ბიბლიის მუხლები

მათეს 4:17
იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.”

მათეს 21:32
ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.

ლუკას 17:3
ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.”

ლუკას 24:46-48
და უთხრა მათ: „ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.

მათეს 3:8
მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი

ესაია 30:15
რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა, ისრაელის წმიდამ: „მოქცევასა და სიმშვიდეში გადარჩებოდით, სიმყუდროვესა და მინდობაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ თქვენ არ ინდომეთ.

ლუკას 5:31-32
და მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.”

საქმეები 3:19
აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები.

საქმეები 5:31
იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება.

საქმეები 20:21
ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.

რომაელთა 2:4-5
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ? ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს,

2 კორინთელთა 7:9-10
ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით მოსანანიებლად, რადგან დამწუხრდით ღვთის გულისათვის. ასე, რომ არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან. ვინაიდან ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო სოფლის წუხილი სიკვდილს წარმოშობს.

საქმეები 11:18
ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.”

იერემია 31:19
რადგან ჩემი დაბრუნების შემდეგ მოვინანიე, და მას შემდეგ, რაც გამოვიცადე, დავირტყი თეძოზე; შემრცხვა მე და თავი მომეჭრა კიდეც, რადგან ვატარებ ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს!’

2 ნეშტთა 7:14
და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათს ქვეყანას.

ლუკას 13:3
არა, გეუბნებით, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.

საქმეები 17:30
მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ.

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად.

იაკობის 4:8-10
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო. დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული – მწუხარებად. დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ.

ეზეკიელი 18:21-23
თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება;  არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს.  განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს.

მარკოზის 1:15
და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.”

იგავნი 28:13
თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი შეწყნარებული იქნება.

გამოცხადება 3:3
გაიხსენე, როგორ მიიღე და მოისმინე. დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.

გამოცხადება 2:5
ამიტომ გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არა და, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.

გამოცხადება 3:19
ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. აბა, ეშურე და მოინანიე.

მარკოზის 6:12
და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება.

Advertisements