მონანიების არსი ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 17:13
აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: „მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.

1 თესალონიკელთა 1:9
ვინაიდან თვითონვე ჰყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს,

ფსალმუნები 33:14
ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.

ესაია 55:7
მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ – თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, – ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.

საქმეები 14:15
„კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;

იაკობის 4:7-10
ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.  ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!  დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი – მწუხარებად.  დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.

ფსალმუნები 50:17
შესაწირი ღმერთისა – სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.

2 კორინთელთა 7:8-10
ამიტომ, თუ კიდეც დაგანაღვლიანეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კინაღამ ვინანე, ვინაიდან ვხედავ, რომ ამ წერილმა დაგანაღვლიანათ, თუნდაც დროებით.  ახლა ვხარობ არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად; რადგან დანაღვლიანდით ღვთის გულისთვის, ასე, რომ ჩვენგან არაფერი გვნებიათ. ვინაიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას გადასარჩენად, რაც არ გახდება სანანებელი, ხოლო ქვეყნიერების ნაღველი სიკვდილს წარმოშობს.

ფსალმუნები 33:18
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.

ესაია 57:15
ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.

ესაია 66:2
ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” – ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.

იოველი 2:12-13
„თუმცა, ახლაც” – ამბობს უფალი, – „დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით;  გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.

ლუკას 18:13
ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.

ლუკას 15:17-19
როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები.  ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,  ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!

ლევიანნი 5:5
და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ მათგანში, უნდა აღიაროს, რა შესცოდა.

ფსალმუნები 50:1-3
შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.  სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და გამასუფთავე ჩემი ცოდვისგან. ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა.

იგავნი 28:13
ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.

ეზეკიელი 14:6
ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: მოინანიეთ და მობრუნდით თქვენი კერპებისგან და ყველა თქვენი სისაძაგლისგან მოაბრუნეთ თქვენი სახე,


მსგავსი თემები:

მონანიების მნიშვნელოვნობა        მონანიების მაგალითები       მონანიება და მიტევება

Advertisements