მონანიების მნიშვნელოვნობა ბიბლიის მუხლები

ლუკას 5:32
დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.

იერემია 5:19-20
და იქნება, როცა იკითხავენ, რის გამო დაგვსაჯაო ასე უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მაშინ უთხარი მათ: როგორც მე დამივიწყეთ და საკუთარ ქვეყანაში უცხო ღმერთებს ემსახურებოდით, ასევე მოემსახურებით უცხოებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ არის. აუწყეთ ეს იაკობის სახლს და ასე გამოაცხადეთ იუდაში:

იერემია 25:4-6
გიგზავნიდათ უფალი თავის მსახურებსა და წინასწარმეტყველებს, განთიადიდანვე გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ არ უსმენდით, ყურად არ იღებდით.  გეუბნებოდნენ: მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტმოქმედებიდან და, დაე, მკვიდრობდეს მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდეო.  ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ და თაყვანი არ სცეთ მათ, ნურც თქვენი ნახელავით გამაჯავრებთ, რომ არც მე გიბოროტოთო.

ეზეკიელი 33:7-9
აჰა, ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ, ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემგან გააფრთხილებ მათ.  ბოროტეულს რომ ვეტყვი, უსათუოდ მოკვდები-მეთქი, ბოროტეულო! შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი მისი გზის გამო, მოკვდება ბოროტეული თავის ურჯულოებაში; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.  მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტეულს, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ურჯულოების გამო მოკვდება, შენ კი თავს იხსნი.

მარკოზის 1:4
მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.

ლუკას 3:3
დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.

ლუკას 24:47
და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.

2 ტიმოთეს 2:24-26
მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა გონს მოეგონ და გათავისუფლდნენ ეშმაკის მახიდან, რომელმაც საკუთარი ნებისამებრ დაატყვევა ისინი.

ეზეკიელი 18:30-32
ამიტომ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი, მოინანიეთ, ყველამ ზურგი აქციოს თავის დანაშაულს და არ გექნებათ უმართლობა დაბრკოლებად. განიშორეთ ყველა თქვენი დანაშაული, რითაც უმართლობდით და შეიქმენით ახალი გულები და ახალი სულები. რად უნდა მოკვდეთ, ისრაელის სახლო? ვინაიდან არ მახარებს სიკვდილი მომაკვდავისა, ამბობს უფალი ღმერთი, მობრუნდით და იცოცხლებთ!

იერემია 18:7-8
ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აღმოფხვრას, დამხობასა და განადგურებას;  მაგრამ ის ერი, რომელზეც ვთქვი, თუ მოიქცევა თავისი ბოროტებისგან, გადავიფიქრებ და აღარ დავატეხ იმ ბოროტებას, მას რომ ვუპირებდი.

იერემია 26:3
იქნებ შეისმინონ და მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან. მაშინ აღარც მე დავუშვებ იმ უბედურებას, მათ რომ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.

ოსია 11:5
აღარ გაბრუნდებიან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემთან დაბრუნება.

ლუკას 3:8-9
მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.  ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”.

გამოცხადება 2:5
მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თუ არა და, მოვალ შენთან და გადავდგამ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.

მათეს 4:17
იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.

მათეს 3:2
ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.

ესაია 55:7
მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ – თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, – ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.

მეორე რჯული 30:1-10
„როცა მოაწევს შენზე კურთხევისა და წყევლის ყველა ეს სიტყვა, რომლებიც გადმოგეცი და გულთან მიიტან მას ყველა იმ ერში მყოფი, რომელშიც გაგფანტავს უფალი, შენი ღმერთი, და მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს მთელი შენი გულითა და არსებით და შეისმენთ შენ და შენი ძენი მის ხმას ყველაფერში, რასაც გიბრძანებ დღეს,  მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს, შეგიბრალებს და ისევ შემოგკრებს ყველა ხალხთაგან, რომელთა შორისაც დაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა.  ცის კიდემდეც რომ გაიფანტო, იქიდანაც შეგკრებს უფალი, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს;  მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, შენი მამების მიერ დამკვიდრებულ ქვეყანაში და შენც დაიმკვიდრებ მას; სიკეთეს გიყოფს უფალი და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად.  გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.  შენს მდევნელ მტრებსა და მოძულეებზე მიაქცევს მთელს ამ წყევლას უფალი, შენი ღმერთი.  და შენც მოიქცევი, შეისმენ უფლის ხმას და აღასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც გამცნებ დღეს.  სიუხვით გიკურთხებს უფალი ღმერთი შენი ხელის ყველა საქმეს, შენი მუცლის, საქონლისა და მიწის ნაყოფს, სიკეთისთვის; რადგან კვლავ სასიკეთოდ გაიხარებს უფალი შენზე, როგორც ხარობდა იგი შენს მამებზე,  თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, მისი მცნებებისა და წესების დასაცავად, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი; თუ მთელი შენი გულითა და არსებით მოიქცევი უფლის, შენი ღმერთისკენ.

ესაია 44:22
ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით – შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.

საქმეები 3:19
მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები.

საქმეები 5:31
იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.

საქმეები 11:18
ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ – აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.

ეზეკილი 18:23
განა მახარებს ბოროტის სიკვდილი? ამბობს უფალი ღმერთი, განა არ მინდა, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?

2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.

ესაია 65:2
მთელ დღეს გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები, ურჩთა გზით თავის ნებაზე მავალი, უკეთური ხალხისკენ.

რომაელთა 2:4
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?

გამოცხადება 2:21
მე მივეცი დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძავობა.

რიცხვნი 14:39-45
თქვა მოსემ ეს სიტყვები ისრაელის ძეთა წინაშე და ფრიად დამწუხრდა ხალხი. ადგნენ დილაადრიანად, ავიდნენ მთის მწვერვალზე და თქვეს: „მივიდეთ იმ ადგილზე, რომელზეც გვითხრა უფალმა, რადგან შევცოდეთ”. უთხრა მოსემ: „რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას? ნახავთ, რომ არაფერი გამოვა. ნუ ახვალთ, რადგან არაა უფალი თქვენ შორის, რათა არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე. რადგან ყამალეკი და ქანაანელნი არიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, ვინაიდან ზურგი აქციეთ უფალს და აღარ იქნება თქვენთან”.  მაგრამ არ შეისმინეს და ავიდნენ მთის მწვერვალზე; უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე კი არ გასულან ბანაკიდან. ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომლებიც იმ მთაზე მკვიდრობდნენ, და შემუსრეს და განდევნეს ისინი ხორმამდე.


მსგავსი თემები:

მონანიების არსი       მონანიების მაგალითები       მონანიება და მიტევება

Advertisements