მორჩილება ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19:5
და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.

მეორე რჯული 11:1
„და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და დაიცავი მისი დასაცველნი და მისი წესები, და მისი სამართალნი, და მისი მცნებანი ყოველდღიურად.

საქმეები 5:29
მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.

იოანეს 15:9
„როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.

იოანეს 14:15
„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

4 მეფეთა 18:6
და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებას, მოსეს რომ ამცნო უფალმა.

ეფესელთა 6:1-3
დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია „პატივი ეცი შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე.”

გამოცხადება 14:12
აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.

რომაელთა 1:5
რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხები,

ებრაელთა 13:17
მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის.

იოანეს 15:14
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.

2 იოანეს 1:6
სიყვარული კი ისაა, რომ ვიქცეოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რათა მისებრ ვიდოდეთ.

იესო ნავეს ძე 5:6
რადგან ორმოცი წელიწადი ხეტიალობდნენ ისრაელის ძენი უდაბნოში, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელთაც არ ისმინეს ხმა უფლისა, რომელმაც დაუფიცა, რომ ვერ იხილავდნენ ისინი ქვეყანას, რომელიც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს, მოგვცემდა ჩვენ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

რომაელთა 2:6-8
რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს; ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას – რისხვასა და გულისწყრომას.

ლუკას 11:28
მან კი თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას.”

კოლოსელთა 3:22
მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.

რომაელთა 5:19
ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.

1 პეტრეს 1:14
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს,

იაკობის 1:25
მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.

ფსალმუნები 118:30-31
გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე. მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.

იოანეს 14:31
მაგრამ, რათა გაიგოს სოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამამ მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.

მათეს 9:9
იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი.” ისიც წამოდგა და გაჰყვა მას.

ფსალმუნები 98:7
ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული.

2 ნეშტთა 31:21
ყველა საქმეში, რასაც კი წამოიწყებდა, ღვთის სახლის სამსახურში, რჯულში თუ მცნებებში, ყველგან თავის ღმერთს ეძებდა, მთელი გულით მოქმედებდა და იმარჯვებდა.

ფსალმუნები 118:60
ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.

მეორე რჯული 4:39-40
და დღეს შეიცანი და გულში ჩაიბეჭდე, რომ თვით უფალი ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა ქვეყანაზე, სხვა არავინაა. დაიცავი მისი წესები და მისი მცნებები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, რათა კარგად იყოთ შენ და შენი ძენი შენს შემდგომ, და რათა გაიხანგრძლივო დღენი ქვეყანაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.”

1 იოანეს 5:3
ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.

1 იოანეს 3:24
მისი მცნებების დამცველი რჩება მასში, ის კი – მასში. ის რომ ჩვენში რჩება, გავიგებთ სულით, რომელიც მან მოგვცა.

ფსალმუნები 112:1
ალელუია! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!

ეზრა 7:10
რადგან ეზრამ გულს იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.

2 ნეშტთა 24:16
და დამარხეს იგი დავითის ქალაქში, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისათვის.

გამოსვლა 23:22
თუ სმენით მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.

დაბადება 6:9
ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი, უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში, და ღმერთის გზით დადიოდა იგი.

იერემია 7:23
არამედ მხოლოდ ეს სიტყვა ვუბრძანე მათ, ასე: ‘გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ვიქნები თქვენი ღმერთი, და თქვენ იქნებით ჩემი ერი და ივლით ყველა იმ გზით, რომელსაც გიბრძანებთ თქვენ, რომ სასიკეთო იყოს თქვენთვის.’

იესო ნავეს ძე 22:5
ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გამცნოთ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ ყველა მის გზაზე და დაიცვათ მისი მცნებანი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით.”

გამოცხადება 22:7
აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს”.

რომაელთა 6:16-17
ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის. ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით.

იოანეს 13:17
რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.

მარკოზის 4:20
კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი – ოცდაათად, სამოცად და ასად.”

მარკოზის 3:35
რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.”

იგავნი 19:16
მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება.

გამოცხადება 14:4
ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დედაკაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.