მორწმუნეები, როგორც ღვთის შვილები ბიბლიის მუხლები

რომაელთა 8:15-16
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!” სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.

გალატელთა 4:6
და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო.”

რომაელთა 8:14
რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან.

გალატელთა 3:26
ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.

იოანეს 1:12
ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.

2 კორინთელთა 6:18
ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.

ოსია 1:10
ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან, ლოყამი (არა ჩემი ერი) ხართო, ეტყვიან, ცოცხალი ღვთის შვილები ხართო.

ლუკას 6:35
ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც.

1 იოანეს 3:2
საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.

1 იოანეს 3:1
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.

გამოცხადება 21:7
გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე.

ებრაელთა 2:10
ვინაიდან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, რომ მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.

იოანეს 11:52
და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად.

რომაელთა 9:8
ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.

გალატელთა 4:7
ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.

1 იოანეს 3:10
ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს.