მორწმუნეების აღშენება ბიბლიის მუხლები

იუდა 1:20
ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,

კოლოსელთა 2:6-7
ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო, უფალი, ასევე იარეთ მასში, ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც განისწავლეთ, და მადლიერებით აღვსილებმა.

1 პეტრეს 2:4-5
მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია. და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღმერთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მიერ.

რომაელთა 15:2
ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.

რომაელთა 14:19
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.

ეფესელთა 4:29
ნურანაირი უშვერი სიტყვა ნუ დაგცდებათ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, რაც საჭიროა აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.

ებრაელთა 3:13
არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველდღე, სანამ ითქმის – დღეს, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცთურით.


მსგავსი თემები:

აღშენების მაგალითები
      აღშენების მიზანი      აღშენების ხელის შემშლელი      აღშენების საშუალებები

Advertisements