მორწმუნეების დამოკიდებულება სიმდიდრეზე ბიბლიის მუხლები

1 ნეშტთა 29:16
უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმრავლე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.

1 ნეშტთა 29:14-15
ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.  ვინაიდან მწირნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამების მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.

4 მეფეთა 4:1
წინასწარმეტყველის ძეთაგან ერთის ცოლმა ტირილით შეჰღაღადა ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; და შენ იცი, რომ უფლისმოშიში იყო შენი მსახური. ახლა მოდის მევახშე და ჩემს ორივე ბავშვს მონებად მართმევს.“

მათეს 8:20
ეუბნება მას იესო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკი.“

ლუკას 6:20
თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და უთხრა: „ნეტარნი ხართ თქვენ, გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სასუფეველი;

ლუკას 16:20-22
და იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული.  და ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოყრილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.  მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.

რომაელთა 15:26
რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების გაზიარება ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.

1 ნეშტთა 29:12
სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელთაა ყოველივეს განდიდება და განმტკიცება.

1 ნეშტთა 29:1-9
და უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: „სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც ღმერთმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფალი ღმერთისთვის.  რაც შემეძლო, ყველაფერი მოვამზადე უფლის ტაძრისთვის: ოქრო – ოქროს ნივთებისათვის, ვერცხლი – ვერცხლის ნივთებისათვის, ბრინჯაო – ბრინჯაოს ნივთებისათვის, რკინა რკინეულისათვის, ძელი ძელეულისათვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და უამრავი მარმარილოს ლოდები.  ამასთან ერთად, ჩემი უფლის ტაძრის სიყვარულის გამო მაქვს საკუთარი ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული: ათასი ტალანტი ოქრო, ოფირის ოქრო, 7 ათასი ტალანტი გამოხურვებული ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად,  ოქროს ნივთებისათვის, ვერცხლის ნაკეთობებისათვის და ყველა საოქრომჭედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?“  და გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა მთავრებმა, ისრაელის შტოთა მთავრებმა, ათასისთავებმა და მეფის მოურავებმა. 7 და გამოიღეს უფლის ტაძრის სამსახურისთვის 5 ათასი ტალანტი ოქრო, 10 ათასი დრამა ოქრო, 10 ათასი ტალანტი ვერცხლი, 18 ათასი ტალანტი ბრინჯაო, 100 ათასი ტალანტი რკინა.  ვისაც კი ძვირფასი ქვები აღმოაჩნდა, უფლის ტაძრის საგანძურისთვის ჩააბარეს იეხიელ გერშონელს.  ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან მთელი გულით სწირავდნენ უფალს, ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.

საქმეები 4:32-37
ყველა მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა და თავის ქონებას არავინ თავისად არ თვლიდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.  დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალი იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე.  არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვისაც ყანები ან სახლები ჰქონდა, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა  და დებდა მოციქულთა ფეხთით, და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა ესჭიროებოდა.  ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა შეარქვეს (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა,  გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფეხთით დადო.

ლუკას 8:1-3
ამის შემდეგ დადიოდა იგი ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან ერთად იყვნენ,  და ზოგიერთი ქალიც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი იყო გასული,  იოანა, ჰეროდეს მოურავის, ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მათ თავიანთი ქონებიდან.

საქმეები 16:15
და როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, მიგვიწვია და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.“ და დაგვიყოლია.

1 იოანეს 3:17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და გულს დახშავს მისთვის, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული?

ლუკას 19:8
ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიტყუებია, ოთხმაგად მივაგებ.“

საქმეები 9:36-39
იყო იაფოში ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, (რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს). იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც იქმოდა.  იმ დღეებში ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში.  ლიდა ახლოს იყო იაფოსთან და მოწაფეებმა რომ შეიტყვეს, რომ პეტრე იქ იყო, გაუგზავნეს ორი კაცი სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა.  ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როდესაც მივიდა, აიყვანეს ზედა ოთახში და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ პერანგებსა და მოსასხამებს, რომლებსაც ქურციკი ამზადებდა, სანამ მათთან იყო.

გალატელთა 2:10
ოღონდ შევთანხმდით, რომ უნდა გვხსომებოდა ღატაკები და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.

1 ტიმოთეს 6:17
ამ სოფლის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, –

1 ტიმოთეს 6:18
იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი.

იგავნი 11:28
თავისი სიმდიდრით დაიმედებული დაეცემა, მართალნი კი მწვანე ფოთლებივით გაიშლებიან.

იერემია 49:4
რას ტრაბახობ შენი ხეობებით? სისხლისგან დაიცლება შენი ხეობა, განდგომილო ასულო, შენი საგანძურის იმედით რომ გაიძახი: ვინ გამიბედავს, რომ გამომიხდესო?

დაბადება 12:1-3
უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.  და გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.  და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და კურთხევა იქნები შენ დედამიწის ყველა ტომებისთვის.“

2 ნეშტთა 9:22
და განდიდდა მეფე სოლომონი ქვეყნის ყველა მეფეზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით.

ესაია 53:9
სამარხი ბოროტმოქმედთა გვერდით მიუჩინეს, მაგრამ მდიდართან დაიკრძალა, რადგან არ ჩაუდენია ცოდვა, და სიცრუე არ იყო მის ბაგეებში.

მათეს 27:57-60
და როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე დაემოწაფა იესოს.  მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს სხეული. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ.  და აიღო იოსებმა სხეული და შეახვია იგი სუფთა ტილოში.  და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.

მარკოზის 15:42-46
როდესაც მოსაღამოვდა, რაკი პარასკევი იყო, რომელიც შაბათის წინადღეა,  მოვიდა იოსებ არიმათიელი, პატივდებული მრჩეველი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმერთის სასუფეველს, გაბედა და შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს ცხედარი.  პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მკვდარი იყო და დაუძახა ასისთავს და ჰკითხა, მოკვდა თუ არა უკვე.  და რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს ცხედარი. და იყიდა მან ტილო, გარდამოხსნა იგი, შეგრაგნა ტილოთი და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხს კარზე.

ლუკას 23:50-54
აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი,  იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, და რომელიც მოელოდა ღმერთის სასუფეველს,  მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.  გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ არავინ დაესვენებინათ.  ის დღე პარასკევი იყო და შაბათი იწყებოდა.

იოანეს 19:38-42
ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო იესოს ფარული მოწაფე იყო, სთხოვა პილატეს, ნება მიეცა გარდამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და გარდამოხსნა მისი გვამი.  და მოვიდა ნიკოდემოსიც, ადრე რომ ღამით ეწვია იესოს, და მოიტანა ას ლიტრამდე მურისა და ალოეს ნაზავი.  აიღეს და შეგრაგნეს იესოს სხეული ტილოებში ნელსაცხებლებითურთ, როგორც მოითხოვს იუდეველთა დამარხვის წესი.  იმ ადგილას, სადაც ჯვარს ეცვა, ბაღი იყო, ბაღში კი ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ.  იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.

Advertisements