მორწმუნეთა ბილიკები ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 12:13
მოასწორეთ გზები თქვენი ფეხებისთვის, რათა კოჭლმა კი არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.

ფსალმუნები 15:11
მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.

იობი 19:8
კედელი აღმართა ჩემს გზაზე და აღარ ძალმიძს გავლა, წყვდიადში ჩაძირა ჩემი ბილიკები;

იობი 13:27
ხუნდებს მადებ ფეხებზე, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას და ფეხდაფეხ მომყვები!

იობი 30:13
გზასავალი დამინგრიეს, ჩემი უბედურებით სარგებლობენ, არავინ აკავებს მათ.

ფსალმუნები 22:3
სულს განმიახლებს და სიმართლის ბილიკზე წარმიძღვება, თავისი სახელის გამო.

ფსალმუნები 16:5
შენ განმიმტკიცე ნაბიჯები შენს გზაზე და არ გადაუხვევია ჩემს ტერფებს.

ფსალმუნები 118:105
ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისთვის.

ფსალმუნები 138:3
დავდივარ თუ ვისვენებ ჩემს გვერდით ხარ; გამოკვლეული გაქვს ყველა გზა ჩემი.

იგავნი 4:18
მართალთა ბილიკი განთიადის სინათლეს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.

ესაია 26:7
მართლის გზა მოსწორებულია; შენ ასწორებ მართალთა ნაბიჯებს, წრფელო!

იგავნი 4:26
მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება.

იგავნი 12:28
სიმართლის გზაზე სიცოცხლეა; სიკვდილი არ არის მის ბილიკებზე.

ესაია 42:16
ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.

გოდება იერემიასი 3:9
თლილი ლოდებით გადამიღობა გზები, ბილიკები გამიმრუდა.

Advertisements