მორწმუნეთა სიმართლე ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 6:25
სიმართლედ ჩაგვეთვლება თუ გულმოდგინედ აღვასრულებთ ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც ნაბრძანები გვაქვს”.

1 იოანეს 3:7
შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.

დაბადება 6:9
ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.

დაბადება 18:19
რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.

მეორე რჯული 6:17-18
დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, მისი მოწმობანი და დადგენილებანი, რომლებიც ნაბრძანები აქვს.  სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის წინაშე, რათა კარგად იყო, მიხვიდე და დაიმკვიდრო ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.

3 მეფეთა 3:6
უთხრა სოლომონმა: „სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.

3 მეფეთა 15:11
სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა, მამამისის, დავითის მსგავსად.

2 ნეშტთა 31:20
ასე მოიქცა ხიზკიაჰუ მთელს იუდაში და გააკეთა ის, რაც სამართლიანი და ჭეშმარიტი იყო უფლის, თავისი ღვთის წინაშე.

ფსალმუნები 7:8
უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.

ფსალმუნები 14:1-5
უფალო, ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვის შეუძლია შენს წმიდა მთაზე დამკვიდრება?  ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მქმნელია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.  ვინც თავისი ენით არავის გასჭორავს, ცუდს არ უკეთებს მოყვასს და აუგს არ ამბობს ახლობლებზე.  ვის თვალშიც დამცირებულია არამზადა და პატივს სცემს ღვთისმოშიშთ; ვინც დაიფიცებს – თუნდაც თავის საზიანოდ – და არ შეცვლის;  ვინც ვახშით არ გასცემს ფულს და ქრთამს არ აიღებს უდანაშაულოს წინააღმდეგ; ამის მოქმედს არასოდეს დაუსხლტება ფეხი.

ფსალმუნები 16:1
უფალო, ისმინე სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, ისმინე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.

ფსალმუნები 31:11
გაიხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, მართლებო; იგალობეთ, გულით მართლებო.

ფსალმუნები 44:7
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად.

ესაია 26:7-9
მართლის გზა მოსწორებულია; შენ ასწორებ მართალთა ნაბიჯებს, წრფელო!  შენი სამართლის გზაზე, უფალო, შენზე ვიყავით დაიმედებულნი, შენი სახელი და შენი ხსენება სწყუროდა ჩვენს სულებს.  შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი.

ესაია 48:18
ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით – შენი სიმართლე.

ესაია 51:1
„მომისმინეთ, სიმართლის მიმდევარნო, უფლის მაძიებელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც გამოიკვეთეთ და ორმოს ღრმულს, საიდანაც ამოითხარეთ.

ლუკას 2:25
და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღმერთისმოშიში, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას მოელოდა; სულიწმიდა იყო მასზე.

საქმეები 4:19
მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ: „თვითონ განსაჯეთ, განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს?

2 ტიმოთეს 3:15-16
რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით,  მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.

ამოსი 5:24
მაგრამ წყალივით იდინოს სამართალმა და სიმართლემ – დაუშრეტელ ნაკადულივით.

ესაია 1:16-17
განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.  სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.

ესაია 56:1
ასე ამბობს უფალი: „შეინახეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, რადგან მალე მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სიმართლე გამოჩნდება.

იერემია 22:3
ასე ამბობს უფალი: აღასრულეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, იხსენით გაძარცვული მოძალადის ხელიდან. უცხოტომელს, ობოლსა და ქვრივს ნუ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე.

ზაქარია 2:3
და აჰა, გავიდა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზი და სხვა ანგელოზი გამოვიდა მასთან შესახვედრად.

ფსალმუნები 1:5-6
ამიტომ, ვერ წამოიმართებიან უღმერთონი სასამართლოში და ცოდვილნი – მართალთა კრებულში.  რადგან უწყის უფალმა მართალთა გზა, უღმერთოთა გზა კი განადგურდება.

იგავნი 11:4-6
ქონება ვერ გასარგებლებს რისხვის დღეს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.  უბიწოს სიმართლე გაუსწორებს გზას, ბოროტი კი თავისი ბოროტებით ეცემა.  წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი თავისი ბოროტი ვნებებით შეიპყრობიან.

Advertisements