მორწმუნეთა ზრდა სიწმინდეში ბიბლიის მუხლები

2 ნეშტთა 7:16
ახლა ავირჩიე და გავწმიდე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად; გამუდმებით აქ იქნება ჩემი თვალი და გული.

3 მეფეთა 9:3
უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.

გამოსვლა 20:11
რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.

რიცხვნი 16:7
ჩადეთ მასში ცეცხლი და ზედ საკმეველი დადეთ ხვალ უფლის წინაშე; რომელ კაცსაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. მეტისმეტს იღებთ თქვენს თავზე, ლევის ძენო!

ზაქარია 2:12
დაეუფლება უფალი იუდასა და წმიდა მიწას, როგორც თავის წილს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.

მეორე რჯული 14:6
რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის; მან ამოგირჩიათ თავის ხალხად – ყველა ხალხთაგან, დედამიწის პირზე.

რომაელთა 1:7
ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

კოლასელთა 3:12
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.

1 პეტრეს 1:2
მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.

გამოსვლა 29:42-43
მუდმივი, სრულადდასაწველი მსხვერპლია ეს, თაობიდან თაობამდე, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადები ხოლმე, რომ ვილაპარაკო შენთან. იქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით.

ეზეკიელი 37:26-28
მშვიდობის აღთქმას დავდებ მათთან და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვიდრებ მათ, გავამრავლებ და ჩემს საწმიდარს დავდგამ მათ შორის საუკუნოდ. ჩემი სამყოფელი იქნება მათთან; მათი ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან. მაშინ გაიგებენ ერები, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის განმწმედელი, როცა ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.

1 თესალონიკელთა 5:23
თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

ლევიანნი 20:8
დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი.

ესაია 4:3-4
მაშინ სიონის ნატამალი და იერუსალიმის გადარჩენილნი წმიდად იწოდებიან – ყველა, ვინც ჩაწერილია იერუსალიმში საცხოვრებლად. როცა ჩამორეცხავს უფალი სიბინძურეს სიონის ასულთ და სისხლს ჩამოჰბანს იერუსალიმის წიაღს განკითხვის სულითა და მწველი სულით,

ეზეკიელი 36:25
გასხურებთ წმიდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისგან; ყველა თქვენი კერპისგან გაგასუფთავებთ.

ებრაელთა 2:11
რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ;

გამოსვლა 19:14
ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს სამოსელი.

რიცხვნი 19:9
მოაგროვოს სუფთა კაცმა დეკეულის ფერფლი და ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე დადოს, სადაც შეინახება ისრაელის ძეთა თემისთვის, სასხურებელი წყლისთვის, ცოდვისგან გასაწმენდად.

ნეემია 12:30
განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები და განწმიდეს ხალხი, კარიბჭეები და კედელი.

ლევიანნი 8:14-15
მიიყვანა ცოდვის მსხვერპლი მოზვერი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ცოდვისათვის შესაწირ მოზვერს ხელები თავზე. როცა დაკლეს იგი, თითით აიღო მოსემ სისხლი, მოაპკურა ირგვლივ სამსხვერპლოს რქებს და განწმიდა იგი, ხოლო მონარჩენი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვარა და წმიდა ჰყო იგი.

ებრაელთა 10:10
სწორედ ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი – იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.

ეფესელთა 5:25-27
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით. და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.

კოლასელთა 1:22
ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;

ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.

1 იოანეს 1:7
ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.

1 იოანეს 2:2
ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვების მიმტევებელი.

1 კორინთელთა 1:2
ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილებს და მოწოდებულ წმიდანებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, ყველგან – მათთან თუ ჩვენთან:

2 თესალონიკელთა 2:13
ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში,

იოანეს 3:5-8
მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი – სული. ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი.

რომაელთა 15:16
რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.

ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

ეზრა 9:1-7
ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების – ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს, ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული. შემოიკრიბა ყველა, ვინც თრთოდა ისრაელის ღმერთის სიტყვაზე განდევნილობიდან დაბრუნებულთა შორის მომხდარ ამ უმართლობის გამო; მე კი საღამოს მსხვერპლშეწირვის დაწყებამდე გაოგნებული ვიჯექი. საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე. ვთქვი: „ღმერთო ჩემო! შერცხვენილი ვარ და ვერ ვბედავ სახე მოგაპყრო, ღმერთო ჩემო, რადგან დანაშაული ჩვენი გამრავლდა და ბრალი ჩვენი ცას მისწვდა. ჩვენი მამების დღეთაგან დღემდე ბევრს ვაშავებთ; ჩვენი ცოდვების გამო ჩავუვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და მღვდელნი უცხო ქვეყნების მეფეთა ხელს – მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვასა და სირცხვილში, როგორც დღეს ვართ.

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

იაკობის 4:8
ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!

გალატელთა 5:5
ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;

1 პეტრეს 1:22
და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები – უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.

ფსალმუნები 118:9
როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ.

იოანეს 17:17
განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.

Advertisements