მოშურნეობის მაგალითები ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 6:10
უთხრა: „წამოდი და იხილე უფლისთვის ჩემი მოშურნეობა”. და თავისი ეტლით წაიყვანა.

ნეემია 4:21
ასე ვაგრძელებდით საქმის კეთებას, ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა გამოჩენამდე შუბები ეჭირათ ხელში.

ფსალმუნები 118:139
შემჭამა მოშურნეობამ, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.

ესაია 62:1
არ დავდუმდები სიონის გამო და არ დავმშვიდდები ისრაელის გამო, ვიდრე ნათელივით არ გამობრწყინდება მისი სიმართლე და ანთებული ჩირაღდანივით – მისი ხსნა.

იერემია 20:9
ვთქვი: „აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.

ლუკას 8:39
„შინ დაბრუნდი და თქვი, რა გაგიკეთა ღმერთმა”. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.

საქმეები 18:25
განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.

2 კორინთელთა 9:2
რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი კიდეც თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის-მეთქი; ასე, რომ მრავალი წახალისდა თქვენი მოშურნეობით.

კოლოსელთა 4:13
რადგან, ვმოწმობ მასზე, რომ დიდი გულშემატკივარია თქვენი და მათი, ვინც ლაოდიკიასა და იერაპოლშია.

1 თესალონიკელთა 2:9
ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის ღვთის სახარებას.


მსგავსი თემები:

გაუცნობიერებელი მოშურნეობა        რელიგიური მოშურნეობა

Advertisements