მოთმინება გულგატეხილობისას ბიბლიის მუხლები

2 თესალონიკელთა 1:4
ამიტომ ვიქადით თქვენით ღმერთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ.

ესაია 42:3-4
დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს; სწორ სამართალს გააჩენს. არ დაცხრება და არ გატყდება, ვიდრე არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის განგებულებას მოელიან კუნძულები.

2 კორინთელთა 6:4-10
არამედ ყველაფერში წარვადგენთ თავს, როგორც ღვთისმსახურნი: დიდი მოთმინებით, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, დარტყმებში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში, სიწმიდეში, ცოდნაში, დიდსულოვნებაში, სიკეთეში, წმიდა სულში და უანგარო სიყვარულში, ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, სიმართლის საჭურველით მარჯვენასა და მარცხენაში, დიდებისა და შერცხვენისას, გმობისა და ქებისას, როგორც შემცდარნი, მაგრამ ჭეშმარიტნი, როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი! დასჯილნი, მაგრამ ვერ მოკლულნი; როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.

ებრაელთა 10:32
გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა განათლდით და დაითმინეთ ტანჯვის დიდი განსაცდელი:

ებრაელთა 12:3
იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.

გამოცხადება 2:3
და ითმენ და იტანჯები ჩემი სახელისათვის და არ მოქანცულხარ.

რომაელთა 5:3-4
და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას,

იაკობის 1:2-4
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალგვარ განსაცდელს შეხვდებით, რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას; მოთმინებას კი უნდა ჰქონდეს სრულმქმნელი მოქმედება, რათა იყოთ სრულყოფილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.

იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც დაითმენს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულთ.

რომაელთა 12:12
იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.


მსგავსი თემები:

მოთმინება       მოთმინების მაგალითები       მოთმინების შედეგები

Advertisements