მოტყუება აკრძალულია ღმერთისგან ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19:11
არ მოიპაროთ, არ იცრუოთ და არ მოატყუოთ ერთმანეთი.

იგავნი 12:22
ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ერთგული კი სასურველია მისთვის.

იგავნი 24:28
ნუ დადგები შენი მოძმის წინააღმდეგ ცრუ მოწმედ, შენი ენა ნუ იტყვის სიცრუეს.

გამოსვლა 20:16
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.

იგავნი 12:17
პატიოსანი კაცის სიტყვა სიმართლეა სამსჯავროში; ცრუმოწმის სიტყვა კი ცბიერებაა.

იგავნი 14:5
ჭეშმარიტი მოწმე არ იცრუებს, ცრუმოწმე კი ტყუილებს აფრქვევს.

იგავნი 19:9
ცრუ მოწმე დაუსჯელი არ დარჩება და ტყუილის მთქმელი დაიღუპება.

ლევიანნი 19:35
ნუ მოიტყუებთ ნურც სამართალში, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.

იგავნი 20:10
მრუდე საწონი და მრუდე ადლი – ერთიც და მეორეც სძულს უფალს.

მიქა 6:11
როგორ გავამართლო უკეთური სასწორი და ქისა – მატყუარა საწონით?

მათეს 23:27-28
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსე არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.

ლუკას 6:46
რატომ მეძახით: ‘უფალო, უფალო,’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?

მალაქია 1:14
წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც საღი მამალი პირუტყვი ჰყავს სამწყსოში და შეუთქვამს მას, მაგრამ მის ნაცვლად, ხინჯიანს სწირავს უფალს მსხვერპლად! რადგან დიდებული მეფე ვარ მე, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – და შიშის მომგვრელია ჩემი სახელი ხალხებში.

Advertisements