მოტყუება, სატანის იარაღი ბიბლიის მუხლები

იოანეს 8:44
თქვენი მამა ეშმაკია და თქვენი მამის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდანვე და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა.

გამოცხადება 12:9
და გადმოგდებულ იქნა დიდი ურჩხული, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.

დაბადება 3:1-5
გველი ყველაზე ცბიერი იყო ველის ცხოველთა შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა. და უთხრა გველმა დედაკაცს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?“ და მიუგო დედაკაცმა გველს: „რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ დაიხოცებითო.“ და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ დაიხოცებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.“

2 კორინთელთა 11:3
მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ სიწრფელესა და სიწმიდეს ქრისტეში.

2 კორინთელთა 11:13-15
ვინაიდან ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, მზაკვარი მუშაკნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. და არ არის საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეთამებრ იქნება.

2 თესალონიკელთა 2:9-10
მას, რომლის მოსვლა იქნება სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ძალით, ცრუ ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცთურით დაღუპვის გზაზე მყოფთათვის იმის გამო, რომ მათ არ შეითვისეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად.