მოუნანიებლობის შედეგები ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 12:25
ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც ქვეყნად მაუწყებელი უარყვეს, მით უფრო ჩვენ – თუ ზეციდან მაუწყებელს შევაქცევთ ზურგს,

2 ნეშტთა 30:6-9
მოიარეს წარგზავნილებმა მთელი ისრაელი და იუდა მეფისა და მისი მთავრების დადგენილებით და აცხადებდნენ მეფის ბრძანებისამებრ: „ისრაელის ძენო! დაუბრუნდით უფალს, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთს და ისიც დაგიბრუნდებათ თქვენ, აშურის მეფეთა ხელიდან გადარჩენილებს! ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები და ძმები, რომელთაც უორგულეს უფალს, თავისი მამების ღმერთს და ამიტომ გასატიალებად გასწირა ისინი, როგორც ხედავთ. ახლა თქვენი მამებივით ქედს კი ნუ გაიმაგრებთ, არამედ დამორჩილდით უფალს და შედით მის საწმიდარში, რომელიც მან საუკუნოდ განწმიდა; ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რათა აგარიდოთ თავისი მწველი რისხვა. თუ დაუბრუნდებით უფალს შებრალებულნი იქნებიან თქვენი ძმები და შვილები თავის დამატყვევებელთა წინაშე და დაუბრუნდებიან ამ ქვეყანას; ვინაიდან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი და თუ დაუბრუნდებით, სახეს არ მიაბრუნებს თქვენგან”.

იერემია 18:9-10
ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აშენებასა და გამაგრებას; 10 მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენს ჩემს თვალში და არ შეისმენს ჩემს ხმას, მაშინ მეც გადავიფიქრებ იმ სიკეთეს, მას რომ ვუპირებდი.

ლუკას 13:1-5
ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი და უამბეს გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლიც მათ მსხვერპლთა სისხლს შეურია პილატემ. იესომ უთხრა მათ: „გგონიათ, რომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ეწამნენ? არა, გეუბნებით! არამედ, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით! ან ხომ არ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის დანარჩენი მკვიდრნი? არა, გეუბნებით! თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!”

ეზეკიელი 14:6
ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: მოინანიეთ და მობრუნდით თქვენი კერპებისგან და ყველა თქვენი სისაძაგლისგან მოაბრუნეთ თქვენი სახე,

ოსია 14:1-2
უფლისკენ, შენი ღმერთისკენ მობრუნდი, ისრაელ, რადგან შენი ურჯულოების გამო წაბორძიკდი. შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.

მალაქია 3:7
თქვენი მამების დღეებიდანვე განუდექით ჩემს წესდებებს და არ იცავთ მათ. მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! – ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი კითხულობთ: როგორ მოვიქცეთო?

ებრაელთა 3:7-19
ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, 8 ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა. ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”. თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. ვიდრეღა ითქმის: „დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას”. ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან? მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვის ჩამდენებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაიყარა? ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს? და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მართლა ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.

ფსალმუნები 94:7-8
რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში,

გამოცხადება 2:5
ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თორემ, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.

რომაელთა 2:5-7
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა, რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს;

2 ნეშტთა 24:20
ღვთის სულმა მოიცვა ზაქარიაჰუ იეჰოიადაყ მღვდლის ძე; გადმოდგა იგი და უთხრა ხალხს: „ასე ამბობს ღმერთი: რად უგულებელჰყოფთ უფლის ბრძანებებს? ხელი არ მოგემართებათ, რადგან მიტოვებული გყავთ უფალი და მანაც მიგატოვათ!”

2 ნეშტთა 36:16-17
და დასცინოდნენ ღვთის მოციქულებს, აბუჩად იგდებდნენ მის სიტყვებს და სასაცილოდ იგდებდნენ მის წინასწარმეტყველთ, ვიდრე არ ამაღლდა უფლის რისხვა თავის ხალხზე, ისე რომ კურნება აღარ დარჩა მათთვის. ქალდეველთა მეფე მოავლინა მათზე და მათივე საწმიდრის სახლში გაუჟლიტა მახვილით ყმაწვილები. არ შებრალებია არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც ასაკოვანი, არც მხცოვანი; ყველანი მის ხელს გადასცა ღმერთმა.

Advertisements