მოვალეობები მოყვასის მიმართ ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19:18
არ იძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი; მე ვარ უფალი.

მარკოზის 12:31
მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“

რომაელთა 13:10
სიყვარული არავითარ ბოროტებას არ მიაყენებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის სისავსეა.

რომაელთა 15:1-2
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის.

გალატელთა 5:14
რადგან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“

იაკობის 2:8
თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგად იქცევით.

მათეს 22:34-39
როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, რომ სადუკეველები გააჩუმა, შეიკრიბნენ ერთად. და შეეკითხა მას ერთი მათგანი, რჯულის მცოდნე, გამოსაცდელად: „მოძღვარო, რომელი მცნებაა რჯულში ყველაზე დიდი?“ უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’

გამოსვლა 23:4-5
თუ წააწყდები შენი მტრის ხარს ან ვირს, გზადაბნეულს, დაუბრუნე პატრონს. თუ დაინახო შენი მოძულის ტვირთქვეშ დაცემული ვირი, ნუ მიატოვებ, დაეხმარე მის აყენებაში.

გამოსვლა 22:13-14
თუ მას მხეცი დაგლეჯით დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ გადაიხდის. და თუ ვინმემ ითხოვოს თავისი მოყვასისგან პირუტყვი და ის დაშავდეს ან მოკვდეს, და მისი პატრონი იქ არ იყოს, გადახდით გადაიხადოს,

იაკობის 4:12
ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?

Advertisements