მოწაფეების მოხმობა ბიბლიის მუხლები

მათეს 4:19
უთხრა მათ: გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.

მარკოზის 1:16-20
გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ იესომ: მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.,მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.

მათეს 8:18-22
თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, უბრძანა იესომ გაღმა გასულიყვნენ. მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ. უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს – ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია! სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო. მაგრამ იესომ უთხრა მას: შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.

ლუკას 9:57-60
გზას რომ ადგნენ, ვიღაცამ უთხრა: გამოგყვები, სადაც კი წახვალ. იესომ უთხრა: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი თავის მისადრეკი არ გააჩნია. მეორეს კი უთხრა: გამომყევი. მან თქვა: უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო. მან კი მიუგო: მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სამეფო.

მათეს 9:9
იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: გამომყევი. ისიც წამოდგა და გაჰყვა.

იოანეს 21:19
ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: მომყევი.

ლუკას 9:23
ყველას გასაგონად კი თქვა: თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს.

იოანეს 8:12
კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება.

იოანეს 12:26
ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.

იოანეს 21:22
იესომ უპასუხა: თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რა? შენ მე გამომყევი.

Advertisements