მოწაფეობის არსი ბიბლიის მუხლები

იოანეს 6:45
წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და განისწავლება, ჩემთან მოდის.

ესაია 54:13
შენს ყველა ძეს უფალი განსწავლის და დიდი იქნება მათი კეთილდღეობა.

ლევიანნი 11:44-45
რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, განიწმიდეთ და იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, და ნუ შეიბილწავთ თავს ნურავითარი ქვეწარმავლით, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე. რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენი ღმერთი. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.

მათეს 8:21-22
ხოლო სხვამ მოწაფეთაგან უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ იესო კი ეუბნება მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“

ლევიანნი 19:2
მიმართე ისრაელის ძეთა მთელ თემს და უთხარი მათ: წმიდა იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი.

მათეს 4:19-22
და ეუბნება მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.“ და მათ მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. იქიდან რომ წამოვიდა, დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი, ზებედეს ძე, და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აწესრიგებდნენ, და მოუხმო მათ. და მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.

ლევიანნი 20:7
განიწმიდენით და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

ეფესელთა 5:1-2
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.

ტიტეს 3:14
ჩვენებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება აუცილებელი საჭიროებისათვის, რათა უნაყოფონი არ დარჩნენ.

1 პეტრეს 1:12-16
რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ ციდან მოვლინებული წმიდა სულით თქვენს მახარებელთაგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები. ამიტომ მოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებისას. როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს, არამედ იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.“

ფსალმუნები 33:14
ერიდე ბოროტებას და ჰქმენ სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.

მათეს 11:29
დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

იოანეს 13:12-17
ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით?თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან მე ვარ. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული – მომავლინებელზე დიდი. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.

იოანეს 15:9-14
როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სრული იყოს. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც გაძლევთ მცნებად.

ლუკას 12:12
რადგან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.“

ეფესელთა 1:17
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და განათლდნენ თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის,

მარკოზის 8:34-35
და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.

ეფესელთა 3:16-19
რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად. ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენით თქვენს გულებში, და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში, რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, რა არის განი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.

მათეს 19:21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.”

ფილიპელთა 4:9
რაც ჩემგან ისწავლეთ და მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

რომაელთა 8:29
ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.

რომაელთა 12:1-2
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.