მოწამეობის მიზეზები ბიბლიის მუხლები

დანიელი 3:5-6
როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხობით და თაყვანს სცემთ იმ ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა! ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული!”

დანიელი 3:16-18
მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: „არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”

დანიელი 6:7
მოითათბირა ყველა მთავარმა, სამეფოს გამგებელმა და სატრაპმა, მრჩეველმა და მმართველმა, რათა გამოიცეს სამეფო წესი და მტკიცე ბრძანება, რომ თუკი ოცდაათი დღის განმავლობაში ვინმე რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენ გარდა, მეფევ, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.

დანიელი 11:30-33
ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. გაბრუნდება, წმიდა აღთქმაზე განრისხდება და იმოქმედებს. დაბრუნდება და წმიდა აღთქმის მიმტოვებლებთან შეკრავს კავშირს. ურდოები აღსდგებიან მისგან და შებღალავენ საწმიდარსა და ციხე-სიმაგრეს, მუდმივ შესაწირს გააუქმებენ და გაპარტახების სიბილწეს დაამყარებენ. თვალთმაქცური ენით მიიმხრობს აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი სიმტკიცეს გამოიჩენს და იმოქმედებს. ხალხთა შორის გონიერნნი მრავალთ შეაგონებენ, თუმცა კი მრავალი დღის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით, ტყვეობითა და ძარცვით იქნებიან შევიწროებულნი.

გამოცხადება 13:15
და მიეცა უფლება, რომ სული შთაებერა მხეცის ხატებისთვის, რათა მხეცის ხატებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.

ნეემია 9:26
მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.

მათეს 14:2-12
უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომაც მოქმედებენ მასში ძალნი”. რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა, ნებადართული არ არისო შენთვის მისი ყოლა. უნდოდა მოეკლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ჰეროდეს დაბადების დღეს კი შეკრებილთა წინაშე იცეკვა ჰეროდიას ასულმა და აამა ჰეროდეს. ამიტომ ფიცით შეპირდა, რომ მისცემდა, რასაც სთხოვდა.8ხოლო მან, დედისგან წინასწარ დარიგებულმა, უთხრა: „ლანგრით მომეცი იოანე ნათლისმცემლის თავი”. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა. წარგზავნა და იოანესთვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში. მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა. მოვიდნენ იოანეს მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და შეატყობინეს იესოს.

საქმეები 7:51-58
ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც! წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით! თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!” ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე. ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო. თქვა: „აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”. მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეძგერნენ მას. ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა. ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”. მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.

გამოცხადება 11:7-10
და როცა დაასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ. მათი ცხედრები დაიყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც. და უყურებენ სხვადასხვა ხალხებიდან და ტომებიდან, ენებიდან და ერებიდან მათ ცხედრებს სამნახევარ დღეს და არ მისცემენ მათი ცხედრების სამარხში დაკრძალვის ნებას. გაიხარებენ და იმხიარულებენ დედამიწაზე მცხოვრებნი მათ გამო, და საჩუქრებს გაუგზავნიან ერთმანეთს, ვინაიდან აწამებდა დედამიწის მკვიდრთ ეს ორი წინასწარმეტყველი.

მათეს 24:9
მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.

მათეს 13:12-13
ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. და ყველანი შეგიძულებენ ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.

1 იოანეს 3:12
მაგრამ არა ისე, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.

გამოცხადება 6:9
მეხუთე ბეჭედი რომ ახსნა, დავინახე სამსხვერპლოს ქვეშ ღვთის სიტყვისა და იმ მოწმობისთვის მოკლულთა სულები, მათ რომ ჰქონდათ.