მოწიწება და კურთხევა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 127:1
ნეტარია ყოველი, ვინც უფლის მოშიშია და მისი გზებით დადის!

ფსალმუნბი 114:1
მიყვარს უფალი, რადგან ისმენს ჩემს ხმას და ჩემს ვედრებას.

იერემია 32:39
ერთ გულს და ერთ გზას მივცემ მათ, რომ თავიანთ სასიკეთოდ და მათ შემდგომ, თავიანთი შვილების სასიკეთოდ, მუდამ ეშინოდეთ ჩემი.

ფსალმუნები 110:10
უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.

იგავნი 1:7
უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.

იგავნი 9:10
სიბრძნის საწყისი უფლის შიშია და წმიდის შემეცნება – გონიერება.

ფსალმუნები 18:9
შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.

ფსალმუნები 146:11
ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.

ფსალმუნები 24:14
საიდუმლო უფლისა მისი მოშიშებისთვისაა და თავის აღთქმას აუწყებს მათ.

მალაქია 3:16-18
როცა ლაპარაკობენ ერთმანეთში უფლის მოშიშნი, ყურს უგდებს მათ უფალი, ესმის და იწერება სამახსოვრო წიგნში მის წინაშე, უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მოწიწებით მომხსენიებელთათვის.  ჩემი იქნებიან ისინი – ამბობს ცაბაოთ უფალი – იმ დღეს, ჩემს საგანძურად ვაქცევ მათ და დავინდობ, როგორც კაცი დაინდობს თავის ძეს, რომელიც ემორჩილება.  და მობრუნებულნი კვლავ დაინახავთ სხვაობას მართალსა და ბოროტეულს შორის, ღვთისმსახურსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება მას.

საქმეები 10:35
არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.

ნეემია 1:11
ო, უფალო, გევედრები, მსმენელი ყური მიაპყარ შენი მორჩილისა და იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც სწყურიათ შენი სახელის მოშიშება და გევედრები, ხელი მოუმართე შენს მსახურს დღეს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე”, რადგან მეფის ღვინისმწდე ვიყავი.

ფსალმუნები 32:18
აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;

ფსალმუნები 102:13
როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები.

ფსალმუნები 144:19
მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადისს ისმენს და იხსნის მათ.

ლუკას 1:50
წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.

ფსალმუნები 30:19
რაოდენ დიდია სიკეთე შენი, რომელსაც შენს მოშიშთათვის ინახავ, შენში თავშესაფრის მძებნელთ რომ განუმზადე, ადამის ძეთა წინაშე.

ესაია 33:6
დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში – რომელიც მისი საგანძურია.

იგავნი 14:26
უფლის შიში მტკიცე სიმაგრეა; თავშესაფარია იგი შენთვის და შენი შვილებისთვის.

გამოსვლა 1:12
და რაკი ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები, ღმერთმაც ააშენა მათი სახლეული.

იერემია 5:24-25
გულშიც კი არ უთქვამთ: „გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”.  თქვენმა ურჯულოებამ მიატრიალა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა წაგართვათ ეს სიკეთე.

მეორე რჯული 6:24
და ყველა ამ წესის აღსრულება გვიბრძანა უფალმა, რათა გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღმერთის, კარგად ვიყოთ მუდამ და ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.

ფსალმუნები 24:12-13
ვინ არის კაცი მოშიში უფლისა? მას უჩვენებს გზას, რომელიც უნდა აირჩიოს.  სიკეთეში იცხოვრებს იგი და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს ქვეყანას.

ფსალმუნები 84:9
მართლაც ახლოა მისმიერი ხსნა მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.

ფსალმუნები 111:1
ნეტარია კაცი მოშიში უფლისა, რომელიც დიდად ნეტარებს მის მცნებებში.

იგავნი 22:4
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.

მალაქია 4:2
და ამობრწყინდება თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშთათვის, სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე! და კუნტრუშით გამოხვალთ, ნასუქი ხბორებივით.

მეორე რჯული 28:58-67
თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!  მოავლენს უფალი შენზე და შენს შთამომავლობაზე უჩვეულო წყლულებს, დიად, სასტიკ და უკურნებელ წყლულებსა და სნეულებებს. მოგივლენს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისგანაც შეძრწუნებული იყავი და მოგეტმასნებიან. ყველა იმ ავადმყოფობასა და უბედურებასაც მოგივლენს უფალი, რომელიც არ არის ჩაწერილი რჯულის ამ წიგნში, სანამ არ მოისპობი.  დარჩები მცირერიცხოვანი, ნაცვლად ცის ვარსკვლავებივით გამრავლებისა, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა.  და როგორც ხარობდა უფალი შენზე, როცა გაკურთხებდა და გამრავლებდა, ისე გაიხარებს უფალი შენი დაღუპვისას და განადგურებისას; და აღმოიფხვრებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.  გაგაბნევს უფალი ხალხთა შორის, ქვეყნის კიდიდან კიდემდე და მოემსახურები ხისა და ქვის უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამები.  ვერც იმ ერთა შორის ჰპოვებ სიმშვიდესა და ადგილს შენი ტერფისთვის; შეძრწუნებულ გულს, დაბრმავებულ თვალებსა და მჭმუნვარებას მოგცემს იქ უფალი.  ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინაშე და შიშში იქნები დღე და ღამე; და არ იქნები გულდაჯერებულად შენს სიცოცხლეში.  გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.

იგავნი 10:27
უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.

იგავნი 14:27
უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან გამომხსნელი.

იგავნი 19:23
უფლის შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი; კმაყოფილი დაიძინებს და ბოროტება არ ეწევა.

იგავნი 23:17-18
ნურც ცოდვილებისა შეშურდება შენს გულს, არამედ უფლის შიში გქონდეს მუდამ,  რადგან არსებობს მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.

იერემია 33:9
და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც შეიტყობენ ყველა იმ სიკეთეზე, მე რომ ვიქმ; შეშინდებიან და ათრთოლდებიან იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მოვიმოქმედებ.

2 მეფეთა 23:3
თქვა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იმეფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.

2 ნეშტთა 26:5
ეძიებდა ღმერთს ზაქარიას დღეებში, რომელიც საღვთო ხილვებში იყო განბრძნობილი; ვიდრე უფალს ეძიებდა, ღმერთიც ხელს უმართავდა მას.

საქმეები 9:31
ეკლესიას კი მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის მოშიშებით დადიოდა და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.

Advertisements