მოწმე ბიბლიის მუხლები

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.”

მათეს 5:16
ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

ესაია 55:11
ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე.

იოანეს 1:1
დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

გამოცხადება 1:7
აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და ატირდება მის წინაშე მიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ.

მათეს 28:19
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.

საქმეები 22:15
რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმისა, რაც ნახე და მოისმინე.

2 ტიმოთეს 2:1-3
ამიტომ, შენ, ჩემო შვილო, იყავ ძლიერი მადლში, რომელიც ქრისტე იესოშია. და რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა. იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა.

ზაქარია 12:10
გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ. დაიტირებენ მას, როგორც მხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.

გამოსვლა 3:14
და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.” და თქვა „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – მე ვარმა მომავლინა-თქო თქვენთან.”

რომაელთა 1:16
ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც.

იოანეს 12:32
და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ.”

საქმეები 4:20
ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ.”

მათეს 5:13
თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად.

ფილიპელთა 2:15
რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში,

1 კორინთელთა 15:1-4
გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნებთ. ვინაიდან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია,

საქმეები 5:42
ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს.

1 იოანეს 5:7
რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია.