მოწმობის აუცილებლობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 144:10-12
უფალო, შენ განგადიდებს ყოველი შენი ქმნილება და გაკურთხებენ შენი წმიდანები. შენი სამეფოს დიდებასა და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ. რათა ამცნონ ადამის ძეთ შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის ბრწყინვალე სიდიადე.

ლუკას 24:46-48
უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.

1 ნეშტთა 16:8
„მადლობა შესწირეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისი.

ფსალმუნები 70:15
ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, მთელ დღეს – შენმიერ ხსნაზე, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.

მათეს 27:54
ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!”

ესაია 12:4-5
იმ დღეს იტყვით: „მადლობა მიაგეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, ხალხებში განაცხადეთ მისი საქმენი, გაახსენეთ, რომ ამაღლებულია მისი სახელი. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებული საქმეები მოიმოქმედა, მთელ ქვეყნიერებას აუწყეთ ეს ამბავი.

მათეს 24:14
და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.

საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.

იოანეს 1:6-8
იყო კაცი, ღვთისგან მოვლინებული. სახელი მისი იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. ის არ ყოფილა სინათლე, არამედ მოვიდა რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ.

იერემია 1:4-9
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: „სანამ მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი, სანამ საშოდან გამოხვიდოდი გამოგარჩიე და წინასწარმეტყველად დაგადგინე ერებში”. მივუგე: „ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”. მომიგო უფალმა: „ნუ იტყვი, ყმაწვილი ვარო, ვინაიდან ყველგან, სადაც გაგგზავნი, წახვალ და ყველაფერს იტყვი, რასაც გიბრძანებ. ნუ შეუშინდები მათ სახეებს, რადგან შენთან ვარ და დაგიფარავ!” – ამბობს უფალი. გამოიწოდა ხელი უფალმა, შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა: „აი, ბაგეებში ჩაგიდე ჩემი სიტყვები.

იონა 1:2
„ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ!”

საქმეები 10:43
მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.

იოანეს 18:37
უთხრა პილატემ: „მაშ, მეფე ხარ!” იესომ მიუგო: „შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”.

იოანეს 3:31-34
მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა. რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს. ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია. რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.

2 ტიმოთეს 8:1
მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი – მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,

საქმეები 8:5
ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს.

ეფესელთა 4:11
და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.

1 პეტრეს 3:15
წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.

ესაია 52:7
რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!”

რომაელთა 10:9-10
იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.

1 იოანეს 2:23
ყოველი, ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს.

Advertisements