მოწოდება ბიბლიის მუხლები

საქმეები 17:30
მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ.

ესაია 45:22
მოიქეცით ჩემკენ და ხსნილნი იქნებით, დედამიწის ყველა კიდევ, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა.

ესაია 55:1
„ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყლებთან, და ფულის უქონელნო, მიდით და იყიდეთ და ჭამეთ. მიდით და იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.

მათეს 9:13
წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.”

მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.”

მათეს 22:9
ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.’

იოანეს 7:37
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას.

საქმეები 2:39
ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი.”

რომაელთა 10:18
მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ მსოფლიოს მოედო მათი ხმა, და ქვეყნის კიდეებს – მათი სიტყვები.

ფსალმუნები 18:4
მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მზეს დაუდგა კარავი მათში.

მათეს 22:14
ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა.”

ესაია 65:12
მე გადაგცემთ თქვენ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მუხლმოყრილნი, რადგან მე ვხმობდი და არ გამომეხმიანეთ, მე ვლაპარაკობდი და თქვენ არ ისმინეთ, და ბოროტს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც არ მსურდა, ის აირჩიეთ.”

ესაია 66:4
ისე მეც ამოვირჩევ მათ აბუჩად აგდებას და იმას, რისაც ეშინიათ, მოვაწევ მათზე იმის გამო, რომ ვუხმობდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არ ისმინეს, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც მე არ მსურდა, ამოირჩიეს!”

იერემია 7:13
ახლა კი, რადგან თქვენ ჩაიდინეთ ყველა ეს საქმე,” – სიტყვა უფლისა, – „მე კი გეუბნებოდით თქვენ განთიადიდან, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მპასუხობდით,

იერემია 35:17
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘აჰა, მე მოვაწევ იუდასა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებზე ყველა იმ უბედურებას, რომელიც წარმოვთქვი მათზე, რადგან ვეუბნებოდი მათ და არ მისმინეს, ვეძახდი მათ და არ მიპასუხეს.’”

მათეს 22:2-10
„ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’ მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ‘ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.’ და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით.

ებრაელთა 9:15
ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან საუკუნო მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული.

იოანეს 5:25
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე არის ახლა, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც მას მოისმენენ, იცოცხლებენ.

იოანეს 10:3
მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი.

რომაელთა 1:6
რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი;

რომაელთა 8:28-30
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ. ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.

რომაელთა 11:29
ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება.

1 კორინთელთა 1:9
სარწმუნოა ღმერთი, რომლისგანაც იქენით მოწოდებულნი მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.

1 კორინთელთა 7:18-22
თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს. თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს. არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ ღვთის მცნებათა დაცვა. დაე, თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდეს. თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო. ვინაიდან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. მსგავსადვე მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა.

გალატელთა 1:6
მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ სხვა სახარებაზე იმისგან, რომელმაც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით.

ეფესელთა 4:1
ამიტომ შეგაგონებთ, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებულნი ხართ,

ფილიპელთა 3:14
ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში.

2 თესალონიკელთა 1:11
ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე.

2 თესალონიკელთა 2:14
რისთვისაც მოგიწოდათ ჩვენი სახარებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღწევად.

1 ტიმოთეს 6:12
იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.

ებრაელთა 3:1
ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,

1 პეტრეს 5:10
ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ.

2 პეტრეს 1:3
ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში,

გამოცხადება 17:14
ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთ უფალი და მეფეთ მეფე, და მასთან მყოფი მოწოდებულნი რჩეულნი და სარწმუნონი არიან”.

2 ტიმოთეს 1:9
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს.

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ.

იგავნი 8:4-5
„კაცებო, თქვენ გეძახით და ჩემი ხმა ადამის ძეთა მიმართ არის. ბრიყვნო, გაიგეთ სიბრძნე და რეგვენნო, შეაგნებინეთ გულს.

1 კორინთელთა 7:15
მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა.

კოლოსელთა 3:15
ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.

გალატელთა 5:13
ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

ეფესელთა 1:18
და გაანათლოს თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის,

ეფესელთა 4:4
ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში.

1 პეტრეს 2:20-21
რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე. ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;

1 პეტრეს 3:9
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.

1 თესალონიკელთა 4:7
ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურებისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ.

დაბადება 12:1-3
და უთხრა უფალმა აბრამს: „დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. და გაქცევ დიდ ერად, და გაკურთხებ, და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი”.

ესაია 51:2
შეხედეთ აბრაამს, თქვენს მამას და სარას, თქვენს მშობელს; რადგან იმ ერთს მოვუხმე მე, ის ვაკურთხე და გავამრავლე.”

ებრაელთა 11:8
რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდროდ უნდა მიეღო, და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.

1 მეფეთა 3:4-10
დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: „აჰა, აქა ვარ.” და მიირბინა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” უთხრა: „არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი.” ისიც წავიდა და დაწვა. კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” უთხრა: „არ დამიძახნიხარ, შვილო. წადი, დაწექი.” ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ კიდევ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა. მესამე გზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” მიხვდა ყელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს. უთხრა ყელიმ სამუელს: „წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს-თქო შენი მსახური.” წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე. მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: „სამუელ, სამუელ!” უთხრა სამუელმა: „ბრძანე, რადგან გისმენს შენი მსახური.”

ესაია 6:8
და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?” და ვთქვი: „მე წარმგზავნე!”

ესაია 41:2
ვინ გამოაღვიძა აღმოსავლეთიდან, ვინც თავის ფეხად მოუხმო სიმართლეს, მისცა მის წინაშე ხალხები და დაიმორჩილა მეფენი? მტვრად აქცევს მათ თავისი მახვილით, ქარით წაღებულ ბზედ – თავისი მშვილდით.

ესაია 45:4
ჩემი მსახურის, იაკობის და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე შენ შენი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა არ მიცნობდი.

ესაია 42:6
„მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ,

ესაია 49:1
მისმინეთ მე, კუნძულებო, და ყურად იღეთ, შორეულო ხალხებო: უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო მე, ჩემი დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.

იერემია 1:4-5
იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმიდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.”

ამოსი 7:15
წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა: წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო.

იონა 1:1-2
იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე: „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი.”

იონა 3:1-2
იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე. „ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.”

მათეს 4:18-22
როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.” მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.

Advertisements