მოხუცებულის პატივისცემა ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19:32
წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.

იგავნი 23:22
უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.

1 ტიმოთეს 5:1
ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი – როგორც ძმები,

იობი 29:8
დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;

1 ტიმოთეს 5:2
დედაკაცები – როგორც დედები, ყმაწვილქალები – როგორც დები, მთელი სიწმიდით.

1 პეტრეს 5:5
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

იგავნი 16:31
ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.

იგავნი 20:29
ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი – მათი ჭაღარა.

ტიტეს 2:2
რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.

Advertisements