მრუშები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20:14
არ იმრუშო.

იგავნი 6:32
ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია. სპობს თავის სულს, ვინც ამას სჩადის.

ებრაელთა 13:4
ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს.

მათეს 6:27-28
გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

მათეს 5:32
მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.

ლევიანნი 20:10
„‘ვინც იმრუშებს ქმრიან ქალთან, ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც.

მათეს 19:9
მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.”

ლუკას 16:18
ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.”

იოანეს 8:1-11
იესო წავიდა ზეთისხილის მთისკენ. დილით კი შებრუნდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა და მჯდომარე ასწავლიდა მათ. მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. ეუბნებიან მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?” ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!” კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი, და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო, ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?” უთხრა მან: „არავინ, უფალო!” უთხრა იესომ: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.”

მალაქია 2:14
თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.

მეორე რჯული 22:22
თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე მოიკლას – ამ ქალთან მწოლარე კაცი და ეს ქალი. და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

მარკოზის 10:12
თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს.”

1 კორინთელთა 6:16
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: „ორი ერთ ხორცად იქნება.”

1 კორინთელთა 6:9-10
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

გალატელთა 5:19
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება,

რომაელთა 1:26-27
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.

1 კორინთელთა 6:15
ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ავიღებ ქრისტეს ასოებს და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც! 

1 კორინთელთა 6:18
გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.

იაკობის 4:4
მრუშნო, განა არ იცით, რომ სოფელთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც სოფელთან მეგობრობა სურს, იგი ღვთის მტერი ხდება.

1 კორინთელთა 5:1
ხმა დადის საერთოდ, რომ მრუშობაა თქვენში, თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს.

რომაელთა 7:3
ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება.

მარკოზის 7:21
ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,

Advertisements