მრუშობის შედეგები ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 5:18
არ იმრუშო.

იგავნი 29:3
სიბრძნის მიმდევარი მამას ახარებს; მეძავთა ამყოლი კი ქონებას ანიავებს.

2 კორინთელთა 12:21
რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ მომიხდეს გლოვა მრავალთა გამო, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს ის უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რომელსაც ჩადიოდნენ.

1 კორინთელთა 6:9
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? ნუ მოიტყუებთ თავს: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

ებრაელთა 13:4
ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის.

იგავნი 7:27
მისი სახლი შავეთის გზაა, მკვდართა სავანეში ჩამავალი.

გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, გარყვნილთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლში და გოგირდში, რაც მეორე სიკვდილია.“

იგავნი 2:18
რადგან მისი სახლი სიკვდილის მახეა და მისი ბილიკები შავეთის აჩრდილებისკენ მიემართება.

იგავნი 30:20
ასეთია გზა მრუში ქალისა: შეჭამს, პირს მოიწმენდს და ამბობს: „ცუდი არაფერი გამიკეთებია.“

ოსია 4:1-3
ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო! რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის ცოდნა ქვეყნად. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლისღვრას სისხლისღვრა მოსდევს. ამიტომაც გოდებს მიწა; ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაქრებიან.

1 კორინთელთა 5:1-5
ხმა დადის საერთოდ, რომ მრუშობაა თქვენში, თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს.  და თქვენ კიდეც ქედმაღლობთ იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ, რათა მოიკვეთოს თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი. თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. უკვე მსჯავრი დავდე მას, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა შეიკრიბებით ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით, ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს.

ლევიანნი 20:10-12
ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, ორვე სიკვდილით უნდა მოიკლას, მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც. ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან, თავისი მამის სიშიშვლე ახადა მან. სიკვდილით უნდა მოიკლან ორივენი. მათი სისხლი მათზეა. ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით უნდა მოიკლან ორივენი. რაც მათ ქნეს, სისაძაგლეა. მათზეა მათი სისხლი.

Advertisements