მსახურება ძე კაცისა ბიბლიის მუხლები

მათეს 16:13
ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მივიდნენ, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?”

იოანეს 12:34
უთხრა ხალხმა: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს ძე კაცისა?”

იოანეს 6:27
ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.

იოანეს 5:26-27
რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი.

ლუკას 18:31-33
წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმში, სადაც აღსრულდება ყველაფერი, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ ძე კაცისაზე. ვინაიდან წარმართებს გადაეცემა, გალანძღავენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, აფურთხებენ, გაშოლტავენ, მოკლავენ და აღდგება მესამე დღეს”.

მათეს 11:19
მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო! და მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით”.

მათეს 20:28
ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.

მათეს 18:11
ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.

ლუკას 11:30
ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ისე იქნება ამ თაობისთვის ძე კაცისა.

ლუკას 12:10
და ყველას, ვინც ძე კაცისას წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება.

ლუკას 17:22
მოწაფეებს უთხრა: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა, მაგრამ ვერ იხილავთ.

ლუკას 17:26-30
როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას დღეებშიც. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე შევიდოდა ნოე კიდობანში. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა. ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. იმ დღეს კი, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაიღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.

იოანეს 12:23
იესომ მიუგო და უთხრა მათ: „დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.

იოანეს 6:62
მაშინ რაღა იქნება, თუ ძე კაცისას იქ აღმავალს იხილავთ, სადაც წინათ იყო?

იოანეს 3:13
არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია.

მათეს 12:40
რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.


მსგავსი თემები:

იესო ძე კაცისა