მსახურება ეკლესიაში ბიბლიის მუხლები

საქმეები 20:28
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

1 კორინთელთა 12:4-11
სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი იგივეა. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყოველივეს ყოველივეში. თითოეულს კი სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლინება. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; სხვას რწმენა – იმავე სულით და ზოგს – განკურნების ნიჭები იმავე სულით; ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.

1 პეტრეს 5:2-3
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით. ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.

ებრაელთა 13:17-18
მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის. ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ კეთილი სინდისი გვაქვს და გვსურს კეთილად ვიქცეოდეთ ყველაფერში.

რომაელთა 16:17
გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ;

ფილიპელთა 3:2
ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ავ მუშებს, ერიდეთ წინადაცვეთას,

1 ტიმოთეს 3:2
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,

2 ტიმოთეს 2:2
და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.

1 ტიმოთეს 4:16
იფხიზლე საკუთარ თავსა და მოძღვრებაზე; მტკიცედ მიჰყევი ამას, ვინაიდან ასეთი მოქმედებით საკუთარ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

1 თესალონიკელთა 5:12-14
გთხოვთ ძმებო, პატივი ეცით მომსახურეთ თქვენ შორის, თქვენს წინამძღოლთ უფალში და თქვენს დამრიგებელთ; უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში; და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

ფილიპელთა 2:29-30
აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს. ვინაიდან ქრისტეს საქმისთვის საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე და სიკვდილს მიუახლოვდა, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის უკმარისობა.

ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.

კოლოსელთა 4:17
უთხარით არქიპოსს: ფხიზლად იყავი, რომ უფლისგან მიღებული მსახურება შეასრულო-თქო!

რომაელთა 12:6-8
და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა – რწმენის შესაბამისად. თუ მსახურებაა – მსახურებაში; თუ დამოძღვრაა – დამოძღვრაში. თუ შემგონებელია – შეგონებით, გამჩუქებელია – უბრალოებით, უფროსია – სიბეჯითით და ქველმოქმედია – ხალისით.

ეფესელთა 4:7
ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.

გალატელთა 5:13
ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

რომაელთა 12:10
ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.

კოლოსელთა 3:12-14
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს.

ებრაელთა 13:1
ძმური სიყვარული რჩებოდეს თქვენთან.

1 პეტრეს 1:22
რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ ციდან მოვლინებული წმიდა სულით თქვენს მახარებელთაგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.

1 პეტრეს 5:5
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

იაკობის 5:9
ნუ ჩივით ერთმანეთზე, ძმებო, რათა არ გასამართლდეთ. აჰა, მოსამართლე კარზეა მომდგარი.

რომაელთა 15:7
ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად.


მსგავსი თემები:

ეპისკოპოსის კვალიფიკაცია       ეპისკოპოსის მოვალეობები       ეკლესიაში ყოფნა        

Advertisements