მშენებლები ბიბლიის მუხლები

მათეს 7:24-27
ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა.”

1 კორინთელთა 3:10-17
მე, ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს მასზე. ვინაიდან არავის ძალუძს დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. და თუ ვინმე აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, პატიოსან ქვებს, ძელს, ნამჯას, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და თითოეულის საქმეს, როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის. ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.

ებრაელთა 11:10
ვინაიდან ელოდა საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია.

მარკოზის 12:10
ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა;

ფსალმუნები 117:22
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;

მათეს 21:42
უთხრა მათ იესომ: “ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’?

დაბადება 11:4
და თქვეს: “მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე”.

დაბადება 4:17
და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, და იგი დაორსულდა და შვა ხანოქი. და გააშენა მან ქალაქი და უწოდა სახელი ამ ქალაქს, როგორც თავის ძეს, ხანოქი.

აბაკუმი 2:12
ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს.

ფსალმუნები 126:1
სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; სადაც უფალი არ დაიცავს ქალაქს, იქ ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.

1 პეტრეს 2:7
ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივია იგი, ურწმუნოთათვის კი ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა ქვაკუთხედად,’

ეზრა 4:1-4
და გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ ტყვედყიფილნი ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს, და მივიდნენ ზერუბაბელთან და მამის სახლთა თავკაცებთან, და უთხრეს მათ: „ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის დღეთაგან, რომელმაც აქ ამოგვიყვანა ჩვენ.” და უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: „არ იქნება, რომ თქვენ და ჩვენ ერთად ავაშენოთ ჩვენი ღმერთის სახლი; რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის მეფე კიროსს, სპარსთა მეფეს.” და იმ ქვეყნის ხალხი ხელს უშლიდა იუდას ხალხს და აფრთხობდნენ მათ შენებისაგან.

რუთი 4:11
და უთხრეს კარიბჭესთან მდგომმა მთელმა ხალხმა და უხუცესებმა: „მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი ქალი რახელივით და ლეასავით, რომელთაც ააშენეს ისრაელის სახლი. ღირსეულად მოიქეცი ეფრათში და სახელი გაითქვი ბეთლემში!

Advertisements