მშობიარობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 126:3
აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი.

ესაია 7:14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს (ჩვენთანაა ღმერთი)!

დაბადება 1:28
და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“

იოანეს 16:21
ქალი, როდესაც მშობიარობს, წუხს, რადგან მისი ჟამი მოვიდა. ხოლო როდესაც შობს ყრმას, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.

დაბადება 17:16-19
ვაკურთხებ მას, და ძესაც შეგძენ მისგან, მე ვაკურთხებ მას და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.“ და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, გულში თქვა: „ნუთუ შვილი შეეძინება 100 წლის კაცს? ნუთუ შვილს დაბადებს 90 წლის სარა?“ და უთხრა აბრაამმა ღმერთს: „ნეტავ, ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!“ და უთხრა ღმერთმა: „სწორედ რომ სარა, შენი ცოლი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად ისააკს! და დავდებ მასთან და მის მოდგმასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ.

ლუკას 1:13
და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შეწყნარებულია შენი ლოცვა, და შენი ცოლი, ელისაბედი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს.

დაბადება 3:16
და დედაკაცს უთხრა: „სატანჯველს გაგიმრავლებ; ფეხმძიმობას გაგიძნელებ; ტანჯვით შობ შვილებს, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.“

ფსალმუნები 47:6
ძრწოლამ შეიპყრო, იკლაკნებიან მშობიარესავით.

დაბადება 35:16-19
და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ დაეწყო მშობიარობის ტკივილები რახელს და მძიმე მშობიარობა ჰქონდა. მშობიარობის ტკივილებისგან შეწუხებულს უთხრა ბებია ქალმა: „ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.“ სიკვდილის პირას იყო რახელი და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა. და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, სადაც დღეს ბეთლემია.

ესაია 66:7
ჯერ მშობიარობა არ დაწყებოდა და უკვე შვა, ჯერ არ დაწყებოდა მშობიარობის ტკივილები და უკვე დაბადა ვაჟი.

გალატელთა 4:19
ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე,