მშვიდობა ღმერთთან ბიბლიის მუხლები

რომაელთა 5:1-2
მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

იაკობის 2:23-26
და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაჰამი უფალს, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი”. ხომ ხედავთ, საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. ასევე რახაბ მეძავიც განა საქმეებით არ გამართლდა, როცა შინ მიიღო წარგზავნილნი და სხვა გზით გაისტუმრა? რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.

იობი 22:21
ემსახურე მას და სიმშვიდეში დარჩი, ამით მოვა შენთან სიკეთე.

კოლოსელთა 1:19-22
ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე, რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში. თქვენც, ოდესღაც რომ გა­უცხოებულნი და გონებით მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;

ესაია 27:5-6
თუ არა და ჩაეჭიდოს ჩემს დაცვას, მშვიდობა ქმნას ჩემთან, დიახ, მშვიდობა ქმნას ჩემთან!” და იქნება, ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და გაიკვირტება ისრაელი და მთელი მსოფლიო აივსება ნაყოფით.

2 კორინთელთა 5:18
ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვირიგა და მოგვცა შერიგების მსახურება.

ეფესელთა 2:15-16
თავისი სხეულით გააუქმა მტრობა – მცნებებისა და დებულებების კანონი – რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა; და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.

Advertisements