მშვიდობა ბიბლიის მუხლები

მათეს 5:9
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.

ფილიპელთა 4:7
და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

ფსალმუნები 28:11
უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.

ფსალმუნები 33:14
ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.

2 თესალონიკელთა 3:16
თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.

იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

1 პეტრეს 3:11
ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფოდეს,

ფსალმუნები 36:37
დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.

ფსალმუნები 84:8
მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ერზე, და თავის წმიდებზე, თუკი დაგმობენ სიბრიყვეს.

რომაელთა 8:6
რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.

ფსალმუნები 118:165
დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.

ესაია 9:6
რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა.

ესაია 26:3
სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი.

რომაელთა 12:18
თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.”

ებრაელთა 12:14
ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.

ფილიპელთა 4:9
რაც ჩემგან ისწავლეთ და მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

ესაია 26:12
უფალო! შენ გვიმყარებ მშვიდობას, რადგან ყველა საქმე ჩვენთვის შენ მოიმოქმედე.

ესაია 54:10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა,” – ამბობს შენი მწყალობელი უფალი.

იგავნი 12:20
ცბიერებაა ბოროტის განმზრახველთა გულში, მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ.

მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.”

რომაელთა 14:17-19
ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.

1 კორინთელთა 14:33
ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა, როგორც წმიდათა ყველა ეკლესიაში.

ფილიმონის 1:3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

კოლოსელთა 3:15
ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.

გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

ფსალმუნები 4:8
მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.

იაკობის 3:18
სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.

რომაელთა 15:16
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.

1 ტიმოთეს 2:1-2
ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით,

ეკლესიასტე 4:6
ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს.

იგავნი 17:1
სჯობს ნაჭერი ხმელი პურისა მშვიდობასთან ერთად დაკლული საქონლით სავსე სახლსა და შუღლს.

ლუკას 2:14
„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!”

ესაია 32:17
და იქნება სამართლიანობის საქმე მშვიდობად, და სამართლიანობის სამსახური სიმშვიდედ და უსაფრთხოებად უკუნისამდე.

ესაია 54:13
შენი ყველა ძე უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება შენს ძეთა მშვიდობა.

1 ტიმოთეს 1:2
ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.

კოლოსელთა 1:20
რათა მისით შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცაში.

იოანეს 20:19
იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!”

ტიტეს 1:4
ტიტეს, ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოსაგან.

ესაია 57:2
ის შედის მშვიდობაში, განისვენებს თავის სარეცელზე, ვინც დადის თავის სწორ გზაზე.

იაკობის 3:17
ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.

რომაელთა 5:1
და, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,

მარკოზის 13:11
როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.

მალაქია 2:5
ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის. რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს.

ესაია 48:18
ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე – ზღვის ტალღებივით.

იობი 5:23
რადგან კავშირი გექნება მინდვრის ქვებთან, და ველის მხეცებთან მშვიდობა გექნება.

ანგია 2:9
პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, – ამბობს ცაბაოთ უფალი. – ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი.”

ესაია 32:8
და დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის ბინაში, საიმედო სავანეებში და უზრუნველ სამყოფლებში.

ესთერი 10:3
რადგან იუდაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო იუდაელთა შორის, და სანატრელი თავის მრავალრიცხოვან მოძმეთათვის, სიკეთის მაძიებელი თავისი ერისათვის, მშვიდობისმეტყველი მთელი თავისი მოდგმისათვის.

Advertisements

კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s