მშვიდობის ღმერთი ბიბლიის მუხლები

მსაჯული 6:24
სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში.

1 კორინთელთა 14:33
ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.

რომაელთა 15:33
მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!

რომაელთა 16:20
ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!

2 კორინთელთა 13:11
და ბოლოს, ძმებო, იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ, ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, იცხოვრეთ მშვიდობაში; და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

ფილიპელთა 4:9
რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

ებრაელთა 13:20
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,

2 თესალონიკელთა 3:16
თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.

ესაია 9:6
რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.

ზაქარია 9:10
მოვსპობ ეტლებს ეფრემიდან, ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი; მშვიდობას აუწყებს იგი ხალხებს, ზღვიდან ზღვამდე იქნება მისი ხელმწიფება და მდინარიდან – ქვეყნის ბოლომდე.