მსჯავრის დადების მიზეზები ბიბლიის მუხლები

რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე და ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ადამიანებში, რაკი ყველამ შესცოდა.

რომაელთა 2:1
ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ, ადამიანო, ყოველთა განმსჯელო, რადგან რისთვისაც სხვას განსჯი, იმით შენს თავს სდებ მსჯავრს, რადგან სხვისი განმსჯელი იმავეს აკეთებ.

ტიტეს 3:10-11
მწვალებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე. იცოდე, რომ ასეთი კაცი გაირყვნა და სცოდავს: მისმავე თავმა დასდო მას მსჯავრი.

იოანეს 3:18-19
ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა. განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები.