მსხვერპლშეწირვა ძველ აღთქმაში ბიბლიის მუხლები

დაბადება 4:4
აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს – თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.

დაბადება 8:20
აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან სათითაოდ ამოარჩია და აიტანა სრულადდასაწველად სამსხვერპლოზე.

გამოსვლა 10:24-26
მოიხმო ფარაონმა მოსე და უთხრა: „წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი თან წაიყვანეთ”. უთხრა მოსემ: „სამსხვერპლო და სრულადდასაწველიც უნდა მოგვცე და შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს. ჩვენი საქონელიც უნდა წაგვყვეს, ჩლიქიც კი არ დარჩება, ვინაიდან მისგან გამოვარჩევთ უფლის, ჩვენი ღვთის შესაწირს; სანამ იქ მივალთ, არ ვიცით, რით ვემსახურებით უფალს”.

ლევიანნი 16:6-10
შეწიროს აჰარონმა მოზვერი ცოდვისთვის და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული. აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან; წილი ჰყაროს აჰარონმა ორივე ვაცზე: ერთი წილი უფლისთვის, მეორე – განტევებისთვის. მიჰგვაროს აჰარონმა უფალს მისი წილხვდომილი ვაცი და შესწიროს ცოდვის მსხვერპლად. ხოლო ვაცი, რომელსაც განტევება ხვდა წილად, ცოცხლად დააყენოს უფლის წინაშე, რათა გამოისყიდოს იგი და გაუშვას უდაბნოში განსატევებლად.

ლევიანნი 23:5-36
პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაბინდებისას, უფლის პასექია. ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს უფუარი პურის დღესასწაულია. შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი. პირველ დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის; არავითარი საქმე არ გააკეთოთ. შვიდი დღის განმავლობაში შესწირეთ საცეცხლო შესაწირი უფალს; მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებაა – არავითარი საქმე არ გააკეთოთ”. უთხრა უფალმა მოსეს: „ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ და მოიმკით სამკალს, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ. და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე, თქვენი სიკეთისთვის; შაბათის მეორე დღეს შეარხევს. შესწირეთ ძნის აღვლენის დღეს უმანკო, ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად უფლისთვის. და მასთან პურეული შესაწირი: ეფის ორი მეათედი ნაწილი წმიდა პურის ფქვილიდან, ზეთში შერეული, საცეცხლო შესაწირად უფლისთვის, საამო კეთილსურნელებად და მასთან ერთად – მეოთხედი ჰინი ღვინო, სასმლის შესაწირი. არც პური, არც გამომშრალი მარცვლეული, არც ახალი თავთავი არ ჭამოთ იმ დღემდე, ვიდრე მსხვერპლს არ შესწირავთ თქვენს ღმერთს; ეს მარადიული წესია თქვენს თაობებში ყოველი თქვენგანის სადგომში. გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან, თქვენს მიერ შესარხევი ძნის შეწირვის დღიდან, შვიდი სრული შაბათი: გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე მეშვიდე კვირის პირველ დღემდე და შესწირეთ უფალს პურეული შესაწირი. მიიტანეთ შესარხევად ორი პური თქვენი საცხოვრებლიდან; ორი მეათედი ეფის გამტკიცული ფქვილისაგან უნდა იყოს, საფუარიანი უნდა გამოცხვეს, უფლის პირველნაყოფია ეს. შესწირეთ პურთან ერთად შვიდი ერთწლიანი უმანკო კრავი, ერთი მოზვერი და ორი ვერძი, ეს იქნება სრულადდასაწველი უფლისთვის, შესაწირი პურეულისა და საღვრელი შესაწირი, საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისთვის. მოამზადეთ ერთი თიკანი ცოდვის შესაწირად და ორი ერთწლიანი კრავი – სამშვიდობო შესაწირად. უფლის წინაშე უნდა შეარხიოს მღვდელმა ეს ორი კრავი პირველნაყოფის პურთან ერთად – უფლისათვის ძღვნად. წმიდა შესაწირია ეს უფლისათვის; მღვდელს ეკუთვნის იგი. გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრება; არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თაობიდან თაობამდე ყოველი თქვენგანის სადგომში. როცა მოიმკით სამკალს თქვენს მიწაზე, ნუ მომკით ყანას კიდემდე, და ნუ აკრეფთ სამკალში დაცვენილს: ღარიბს და მწირს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”. უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის შვილებს – მეშვიდე თვეს, თვის პირველი დღე იყოს თქვენთვის დასვენება, ბუკისცემის გახსენება, წმიდა შეკრება. არავითარი საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი”. უთხრა უფალმა მოსეს: „გამოსყიდვის დღეა მეშვიდე თვის მეათე დღე, წმიდა შეკრება გქონდეთ; დაიმდაბლეთ თავი და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი. არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს, რადგან გამოსყიდვის დღეა, თქვენი გამოსყიდვისა უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე. ყოველ სულს, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოვკვეთ თავისი ხალხისგან. და ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოვსპობ თავისი ხალხისგან. არავითარი საქმე არ გააკეთოთ; მარადიული წესია ეს თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში. დასვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი თვის მეცხრე დღის საღამოს: საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი”. უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელის შვილებს: კარვობის დღესასწაულია მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან, შვიდი საუფლო დღე. წმიდა შეკრებაა პირველ დღეს: არავითარი საქმე არ გააკეთოთ. შვიდ დღეს შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; მერვე დღეს წმიდა შეკრება იყოს თქვენთვის და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი; საზეიმო შეკრებაა ეს – არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეს.

მეორე რჯული 12:2-6
ბოლომდე მოსპეთ ყველა ის ადგილი, სადაც თქვენ მიერ განდევნილი ხალხები ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაღალ მთებსა და ბორცვებზე და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ. დაამხეთ მათი სამსხვერპლონი, დაამსხვრიეთ მათი ძეგლები, ცეცხლში დაწვით მათი აშერები, დალეწეთ მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოსპეთ მათი სახელი იმ ადგილიდან. ასე არ უნდა მოიქცეთ უფლის, თქვენი ღმერთის მიმართ. არამედ ადგილს, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, ამოირჩევს თქვენს ყველა ტომს შორის, თავისი სახელის დასამკვიდრებლად, მის იმ სამყოფელს მიმართეთ და იქ მიდით; იქ მიიტანეთ თქვენი სრულადდასაწველნი, მსხვერპლები, მეათედები, ხელთაგან აღსავლენი, აღთქმულები, საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი;

მსაჯულნი 2:1-5
ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი თქვენს მამებს და ვთქვი: უკუნისამდე არ გავაუქმებ თქვენთან დადებულ აღთქმას. ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები-მეთქი, მაგრამ თქვენ არ ისმინეთ ჩემი ხმა. რატომ მოიქეცით ასე? ისიც გითხარით, აღარ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, მარყუჟად იქნებიან ისინი თქვენთვის და მახედ გექცევიან მათი ღმერთები. როცა უფლის ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელს, ხმა აღიმაღლა ხალხმა და ატირდა. და უწოდეს ამ ადგილს სახელად ბოქიმი (მტირალნი) და მსხვერპლი შესწირეს უფალს.

1 მეფეთა 15:20-22
უთხრა საულმა სამუელს: არა, მე გავიგონე უფლის სიტყვა და წავედი იმ გზით, რაზედაც დამაყენა უფალმა; მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე. ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა – დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში. უთხრა სამუელმა: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება – ცხვრების ლურთებზე.

3 მეფეთა 8:63
დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი და სამადლობელ მსხვერპლად შესწირა უფალს. აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა.

4 მეფეთა 16:3
დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით; თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა, იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.

ეზრა 3:2-3
და ადგნენ იესო იეჰოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები და ზერუბაბელ შეალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, რათა მასზე აღევლინათ სრულადდასაწველნი, როგორც ეს სწერია მოსეს, ღვთისკაცის, რჯულში. და დადგეს სამსხვერპლო თავის საძირკველზე, რადგან შიში ჰქონდათ მათ სხვა ქვეყანათა ხალხისა; და აღავლენდნენ მასზედ სრულადდასაწველებს უფლისათვის, სრულადდასაწველებს დილით და საღამოთი.

ფსალმუნეი 26:6
ახლა კი გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა ავწევ თავს და ქების მსხვერპლს შევწირავ მის კარავში, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.

ფსალმუნები 49:15-16
მადლობის მსხვერპლი შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს შენი აღთქმები. მომიხმე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.

ფსალმუნები 53:6
ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კეთილია იგი.

ფსალმუნები 106:17-22
ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ. ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის კარიბჭეს მიუახლოვდნენ. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი უბედურების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. მოუვლინა თავისი სიტყვა, განკურნა ისინი და საფლავისგან გამოიხსნა. დაე, მადლობდნენ უფალს წყალობისთვის, საოცრებათათვის ადამის ძეთა მიმართ. შესწირონ სამადლობელი მსხვერპლები და სიხარულით ილაპარაკონ მის საქმეებზე.

ესაია 66:2-3
ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” – ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის. უკეთური რომ ხარს მწირავს, თუნდაც კაცი დაეკლას; კრავს რომ მწირავს, თუნდაც ძაღლი დაეხრჩოს; ძღვენს რომ აღმივლენს, თუნდაც ღორის სისხლი შემოეწიროს; გუნდრუკს რომ მიკმევს, თუნდაც კერპთან ელოცოს; მაგრამ მათ თავად აირჩიეს თავიანთი გზა და სისაძაგლენი სიამოვნებთ მათ სულებს.

ოსია 8:11-13
რადგან ცოდვისთვის გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლონი, შეცოდების სამსხვერპლოებად ექცა მას ისინი. ჩემი მთავარი კანონები დავუწერე მას, მაგრამ უცხო სწავლებად შერაცხა. ჩემთვის მსხვერპლის შემოსაწირად საკლავი მოყავთ და ჭამენ მას, თუმცა, არ ღებულობს მათ უფალი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეს დაუბრუნდებიან ისინი.

ამოსი 4:4
მიდით ბეთელში და შესცოდეთ, გაამრავლეთ დანაშაული გილგალში; ყოველ დილით შესწირეთ თქვენი მსხვერპლები და ყოველ მესამე დღეს – თქვენი მეათედები.

მიქა 6:7-8
განა ეამება უფალს ათასობით ვერძი, თუნდაც ზეთის ათი ათასი ნაკადული? ჩემი პირმშო ხომ არ მივცე ჩემი დანაშაულისთვის? ნაყოფი ჩემი მუცლისა, ჩემი სულის შეცოდებისათვის? განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

მალაქია 1:13-14
ამბობთ: როგორ მოგვქანცაო ამ ყველაფერმა და ზიზღით ყნოსავთ სამსხვერპლოს – ამბობს ცაბაოთ უფალი. ნატაცები, კოჭლი და სნეული მოგყავთ; და ეს არის თქვენი ძღვენი. როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? – ამბობს უფალი. წყეულიმც იყოს ის თაღლითი, ვისაც ფარაში საღი მამალი პირუტყვი ჰყავს და მას აღუთქვამს, მაგრამ მსხვერპლად დასახიჩრებულს აღუვლენს უფალს. რადგან დიდი მეფე ვარ მე! – ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი სახელის მოშიშება აქვთ ერებში.

მათეს 9:13
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.

მარკოზის 12:33
და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი – ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.

Advertisements