მსხვერპლშეწირვის აღსრულება ახალ აღთქმაში ბიბლიის მუხლები

ესაია 56:6-7
უცხოტომელთა ძეებსაც, უფალს რომ შეუერთდნენ, რათა ემსახურონ მას, უყვარდეთ უფლის სახელი და იყვნენ მისი მსახურნი; ყველას, ვინც შეუბღალავად ინახავს შაბათს და მტკიცედ ეჭიდება ჩემს აღთქმას, ჩემს წმიდა მთაზე მივიყვან და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ; სასურველი იქნება მათი სრულადდასაწველები და მსხვერპლები ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხისათვის”.

მათეს 26:28
რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.

მარკოზის 14:24
უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.

ლუკას 22:20
ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.

1 კორინთელთა 11:25
სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”.

ებრაელთა 7:27
რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის; ვინაიდან ეს მან ერთხელ და სამუდამოდ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა.

ებრაელთა 9:23-26
მაშასადამე, ხატებანი იმისა, რაც ზეცაშია, უნდა განწმედილიყვნენ ამით, თვით ზეციერნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით. ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა ახლა ჩვენთვის წარდგეს ღვთის წინაშე. და არა იმისთვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდაში სხვისი სისხლით; მაშინ მას წუთისოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით აღეკვეთა ცოდვა,

ებრაელთა 10:1-3
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები. თორემ შეწყვეტდნენ შესაწირს, ცოდვილი სინდისის არქონის გამო, ვინაიდან, ერთი შეწირვით განიწმიდებოდნენ შემწირველნი. მაგრამ ამ მსხვერპლებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება.

ტიტეს 2:14
ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.

ებრაელთა 10:8-10
როცა ზემოთ თქვა: არც მსხვერპლები, არც შესაწირი, არც ყოვლადდასაწველი, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რჯულის თანახმად რომ სწირავენ, არ გეწადა და არც იყოო შენთვის მოსაწონი, იქვე დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ამრიგად, იგი აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. სწორედ ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი – იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.

რომაელთა 12:1
ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.

ებრაელთა 13:15-16
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.

1 კორინთელთა 10:18-22
შეხედეთ ისრაელს ხორციელად: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა ისინი სამსხვერპლოს ზიარნი არ არიან? მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ კერპი რაიმეა, ან იმას, რომ კერპისთვის შენაწირი რაიმეს ნიშნავს? არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი გახდეთ. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკთა სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც. ნუთუ ვბედავთ უფლის გამოწვევას? განა მასზე ძლიერები ვართ?


მსგავსი თემები:

იესო ქრისტეს სისხლი       სისხლი და ძველი აღთქმის მსხვერპლი